ცნობილია, რომელი სადოქტორო პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები

STUDINFO.GE EDU-ზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, 2025 წელს, უნივერსიტეტებში 720 დოქტორანტი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 2.9%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1%-ით გაიზარდა და 3 025 შეადგინა.

უახლესი მონაცემების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ 2025 წელს, ყველაზე პოპულარული სადოქტორო პროგრამები სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება იყო.

უფრო კონკრეტულად, დოქტორანტების განაწილება სადოქტორო პროგრამების მიხედვით 2025 წელს ასეთია:

  • განათლება – 70 (2.3%);
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 430 (14.2%);
  • სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი – 1 356 (44.8%);
  • მეცნიერება – 384 (12.7%);
  • საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები – 205 (6.8%);
  • სოფლის მეურნეობა – 53 (1.8%);
  • ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 480 (15.9%);
  • მომსახურება – 47 (1.6%).

ასევე იხილეთ: 

საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი: „უნივერსიტეტებში ყოველწლიურად სულ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს“

რატომ არ გააუქმა მთავრობამ უცხოელი სტუდენტების პროგრამები საქართველოში – პრემიერ-მინისტრის განმარტება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები