მთავრობამ სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება საზღვარგარეთაც გამოაცხადა – დეტალები

სტუდZona

თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ, უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებულ პროგრამზე, ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 ოქტომბრის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობა სტუდენტების გარდა, კურსდამთავრებულებსაც შეუძლიათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 8 ნოემბერია.

კონკურსში გამარჯვებულები სტაჟირებას შემდეგ დიპლომატიურ მისიებში გაივლიან:

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში;
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში;
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში;
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში;
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში;
საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში;
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში;
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში;
საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში;
საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში;
საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში;
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში;
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში;
საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში;
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში;
საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში;
საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში;
საქართველოს საელჩო კანადაში;
საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან;
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში;

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება, ანაზღაურების ოდენობა კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება.

ასევე იხილეთ:

„55 ათასი აპლიკანტიდან 1 500-მდე შეირჩა“ – როგორია ახალგაზრდების სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის სტატისტიკა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები