ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები 1-ელ დეკემბერს გაიმართება. ამას გულისხმობს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 28 ოქტომბრის დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.
სენატის არჩევა 4 წლის ვადით – უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად ხდება. სენატის შემადგენლობაში ასევე შედიან საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლები. სენატის შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
დადგენილების მიხედვით, 1-ელ დეკემბერს, სენატის წევრთა არჩევნები შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში ჩატარდება:
- თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 5 წევრი; სტუდენტი – 7 წევრი;
- თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 6 წევრი; სტუდენტი – 4 წევრი;
- თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 3 წევრი; სტუდენტი – 4 წევრი;
- თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 5 წევრი; სტუდენტი – 2 წევრი;
- თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 3 წევრი; სტუდენტი – 2 წევრი;
- თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 2 წევრი; სტუდენტი – 2 წევრი;
- თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი – 8 წევრი; სტუდენტი – 5 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
- თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი.
აღსანიშნავია, რომ სენატის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს (სტუდენტი, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი) რეგისტრაცია 9 ნოემბრიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე შეეძლოთ.




