გამოცხადდა მიზნობრივი საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – ვადები და პირობები

სტუდZona

თუ ხარ ბაკალავრიატის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2026 წლის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს შეუძლია, პროექტისთვის ფონდიდან არაუმეტეს 15 000 ლარი მოითხოვოს. 

უფრო კონკრეტულად კი კონკურსის პირობებია ასეთია:

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ძირითად პერსონალს, წამყვან ორგანიზაციასთან ერთად;

2. ძირითადი პერსონალი – პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;

3. წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასრულებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;

4. ძირითადი პერსონალი უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ადამიანისაგან;

5. პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი;

6. პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი ასეთია:

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია Gmus-ში – http://gmus.rustaveli.org.ge – 2026 წლის 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის 18:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები: 3 ნოემბერი, 16:00 საათი, 10 ნოემბერი, 16:00 საათი;
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2026 წლის 17 ნოემბრის 18:00 საათამდე;
  • კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა – წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან – ნოემბერი-დეკემბერი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ – დეკემბერი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა საკონკურსო კომისიის მიერ – დეკემბერი;
  • გამარჯვებული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ – დეკემბერი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება – დეკემბერი;
  • გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება – დეკემბერი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ასევე იხილეთ:

მთავრობამ სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება საზღვარგარეთაც გამოაცხადა – დეტალები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები