ვინ გახდა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული – დახურვის ღონისძიება (ფოტოები)

სტუდZona

„სტუდფესტი 2026“ დასრულდა, ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულის ჯილდო კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა.

„სტუდენტური ფესტივალის“ შემაჯამებელი ღონისძიება გუშინ, 18 ივნისს გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

იხილეთ: ფოტოები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ფესტივალში 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, მათგან 582 კი გამარჯვებულად დასახელდა.

„სტუდენტური ფესტივალი 2026“ 1-ელ მაისს, რუსთავში გაიხსნა და 14 ივნისს, თბილისში მოხალისეობრივი გარბენით დასრულდა. ახალგაზრდული ღონისძიების ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაში, სულ 45 საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტურნირი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება და საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის ათასობით სტუდენტს აერთიანებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები