საზაფხულო ბანაკები ახალგაზრდებისთვის – თბილისის მერიამ რეგისტრაცია დაიწყო

STUDINFO.GE EDU-ზე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო ღონისძიებებზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ დღეს, 3 ივნისს გახდა ცნობილი.

ახალგაზრდული პროგრამები დაიწყება ივნისში და სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს კი ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო:

რეგისტრაციის ბმული

წელს საზაფხულო პროგრამებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება, რაც ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

ბანაკის მიმართულებები:

თბილისის მერიის ცნობით, წელს ემატება ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსწავლელი რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების შემსწავლელი ბანაკი, ხის მხატვრული დამუშავების ტექნიკის შემსწავლელი ბანაკი, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსწავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების ბანაკი, დებატების ხელოვნების შემსწავლელი ბანაკი, ეთნოსპორტული ბანაკი, ასევე, ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი.

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უფასოდ ისარგებლებენ პადელით, ბოულინგით, საცურაო აუზით; მონაწილეობას მიიღებენ საჯომარდო და სალაშქრო ტურებში.

დედაქალაქის მერის თქმით, „აღნიშნული საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები