„სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი 2026“-ზე განაცხადების მიღება დაიწყო – ვადები და კრიტერიუმები

სტუდZona

თუ ხარ უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 17-29 წლის სტუდენტი, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებს.

დაიწყო განაცხადების მიღება „სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი 2026“-ზე, რომელიც სტუდენტებში მოხალისეობის კულტურის გაძლიერებას, მათი მოტივაციის ამაღლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 5 მაისია.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად:

  • აპლიკანტმა უნდა ჩამოაყალიბოს ხუთი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი;
  • შეიმუშავოს და განახორციელოს საინტერესო მოხალისეობრივი პროექტი.

ფესტივალის ფარგლებში 15 (3 გუნდი) გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდება.

ფესტივალთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები