თბილისის შემდეგ, საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი უნივერსიტეტი – საქსტატის მონაცემები 2025-2026 

სტუდZona

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, საქართველოში სულ 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა. მათგან 19 სახელმწიფო უნივერსიტეტია, 45 კი – კერძო.

საქსტატის ცნობით, 64 უმაღლესიდან 41 თბილისში, ხოლო დანარჩენი რეგიონებში მდებარეობს. (თბილისში ფუნქციონირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაც – სოხუმის უნივერსიტეტი).

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, უმაღლესების რაოდენობით, თბილისის შემდეგ, 8 უნივერსიტეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ლიდერობს. 

სხვა რეგიონების მიხედვით კი მონაცემები ასეთია: 

  • იმერეთი – 4 
  • კახეთი – 3
  • მცხეთა-მთიანეთი – 1
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • შიდა ქართლი -2 

ასევე იხილეთ:

„პრაქტიკა არ გვაქვს, ეს უბრალოდ თეორიის სწავლაა“ – რა გამოწვევებითა და მიღწევებით ხვდებიან ახალგაზრდები სტუდენტთა საერთაშორისო დღეს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები