უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 2030 წელს 80%-მდე უნდა გაიზარდოს – მთავრობა

სტუდZona

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, დაგეგმილია, რომ 2030 წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს.

საქმე ეხება დადგენილებას, რომლითაც „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა და რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

დოკუმენტის მიხედვით, მიზანი უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულების (უსდ) მიერ თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და შრომითი ბაზრისთვის მომზადებაა, რამაც საბოლოოდ, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა უნდა უზრუნველყოს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ასევე უნდა გაიზარდოს იმ პროგრამების წილი, რომლებიც სტუდენტებს სამეწარმეო უნარებითა და კომპეტენციებით უზრუნველყოფს – 2027 წლისთვის 50%-მდე, 2030 წლისთვის კი – 80%-მდე.

შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება. რეფორმის ავტორთა განმარტებით, ცვლილების მიზეზი უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული სტუდენტების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული თვისებრივი რაოდენობრივი შეუსაბამობა გახდა.

ასევე იხილეთ:

„განათლების რეფორმის კომპლექსური განხორციელების შემდეგ, სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“ – ირაკლი კობახიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები