როგორ გავხდეთ საუკეთესო სტუდენტი?

სასარგებლო რჩევები

1

შეასრულე მოცემული დავალებები!

თუკი, დავალების ჩაბარების საბოლოო დრო ორშაბათია, ნუ დაიწყებთ ამაზე ზრუნვას კვირა საღამოს. მიუდექი დავალებას სერიოზულად და გაერკვიე დეტალებში. თუ რამეს ვერ გაიგებ, ჰკითხე ჯგუფელებს ან ლექტორს. ნუ დატვირთავ დავალებას არასაჭირო ინფორმაციით.

კარგად დაისწავლე განსაზღვრებები!

როცა საწერი გაქვს ტესტი, ან თუნდაც, მარტივი ქვიზი, ნუ დაკარგავ დროს სოციალურ ქსელებში. შუალედურები განსაზღვრავენ შენს ფინალურ შედეგს, ამიტომ ყოველი თავისუფალი წუთი დაუთმეთ სასწავლო მასალის კითხვას და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოინიშნე ფურცლებზე. ეს დაგეხმარება, მარტივად მიუბრუნდეთ საკითხებს. გადაკითხვა არ ნიშნავს დასწავლას, დასწავლა ნიშნავს, გქონდეს პასუხები კითხვებზე.

vგააკეთე შენიშვნები ლექციის მიმდინარეობისას!

ლექტორი ყოველთვის ამბობს რაღაც ისეთს, რაც სასწავლო მასალაში არ წერია. ამიტომ, როცა მოისმენ რაიმე ახალს და საინტერესოს, აუცილებლად ჩაიწერე. ეს დაგეხმარება, დავალებების სწორად მომზადებასა და სწორი მიმართულებების პოვნაში. ნუ გგონია, რომ ლექტორს ხატვა უყვარს, წარწერები დაფაზე შენთვის კეთდება.

 

 ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

წაიკითხეთ ქვეთავები წინასწარ!

ეს არის მარტივი გზა, უკეთ გაიგო საკითხები. არ არის საჭირო, წინასწარ დაისწავლო მასალა, უბრალოდ, გადახედე და დაუსვი ლექტორს კითხვები თხრობის პროცესში. თქვენი ინტერესი ჩაითვლება აქტივობად.

nყურადღებით იყავით ლექციებზე!

უყურადღებობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ სასწავლო მასალის დასწავლა გიჭირს. უყურადღებობის შემთხვევაში გაუგებრობის შანსი იზრდება. გარდა ამისა, ლექციებზე ჩართულობა დაგეხმარებათ ლექტორის კეთილგანწყობის მოპოვებაში, კეთილგანწყობა კი მაღალი ქულის მოპოვებაში დაგეხმარება.

ყოველთვის იკითხე ლექციაზე, თუ რამეს ვერ გაიგებ!

ნუ მოგერიდება კითხვის დასმის. ლექტორებს მოსწონთ, როცა სტუდენტი კითხვებს სვამს, ოღონდ არა გაუთავებლად. მოისმინე პასუხები და ჩაინიშნე.

4ნუ დაიწყებ წამდაუწუმ საათზე ყურებას!

ლექტორი ამჩნევს, რომ სადღაც გეჩქარება, ან ფიქრობს, რომ მისი ლექცია მოსაწყენი გეჩვენება და ერთი სული გაქვს, როდის დამთავრდება. ეცადე, მეტად დაინტერესებული ჩანდე პროცესით.

იხილეთ ასევე: 15 რამ, რაც ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ

4 შეცდომა, რომელსაც მეცადინეობის დროს უშვებ

ეფექტური მეცადინეობის ოქროს წესები

5 ჩვევა, რომელიც ენის შესწავლის სურვილს ჰობად გიქცევთ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები