5 ჩვევა, რომელიც ენის შესწავლის სურვილს ჰობად გიქცევთ

საინტერესო ფაქტები

ზოგი ოცნებობს, რომ ხატავდეს, ზოგს ცეკვის სხვადასხვა სახეობის დაუფლება უნდა, ზოგისთვის კი, უცხო ენის შესწავლა გადაიქცა ოცნებად, რადგან თითქოს, რაღაც გვიშლის ხელს და თავს ვერ ვაბამთ. 

ბელ ბეტ კუპერი (ბლოგერი) თავისი გამოცდილებიდან მიხვდა, რომ დანებება სისულელეა: ყველაფერი გამოვა, მთავარია მოინდომო. ეს ერთი შეხედვით ბანალური ფრაზაა, მაგრამ ყველაფერი ბანალური ხომ იმიტომაა ბანალური, რომ ჭეშმარიტებაა?! მაშ, გთავაზობთ კუპერის 4 რჩევას, თუ როგორ უნდა შევისწავლოთ უცხო ენა მარტივად:

⭕ ნუ გადაეშვებით მთლიანად საქმეში, აკეთეთ ყველაფერი ეტაპობრივად:

პირველ შეცდომას სწორედ მაშინ ვუშვებთ, როცა რაიმის ათვისების გადაწყვეტილებას ვიღებთ და საკუთარ თავს მძიმე გრაფიკში ვსვამთ, მაგალითად – დილით ავდგები 6-ზე, წავიკითხავ 1 წიგნს კვირაში… განსხვავება იმას შორის, თუ რისი მიღწევა გვინდა და რის მიღწევას ვახერხებთ იმდენად დიდია, რომ მოტივაციას ვკარგავთ და ვნებდებით.

 ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

წარმატების მიღწევა შემეცნებით საქმეში, მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯაა შესაძლებელი. კუპერის სტრატეგიის მიხედვით, მთავარია, ყოველდღიურად იმეორო ერთიდაიგივე რამ და არ იფიქრო იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია შედეგი. მთავარია პროცესი და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავ შედეგს.

 წაიკითხეთ ერთი გვერდი ძილის წინ:

თავიდან წიგნს თითო-თითო გვერდის კითხვით დაიწყებთ. ეს არის ყოველდღიური დავალება, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო, მაგრამ თუ მეტის წაკითხვა გინდათ, ეს თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, ერთი გვერდი დღეში, აუცილებელი პირობაა, რომელსაც საკუთარ თავთან დებთ. როცა მიხვდებით, რომ მეტი შეგიძლიათ, იწყებთ დროის დანიშვნას – მაგალითად, 10 წუთი ძილის წინ და შემდეგ დროს ნელ-ნელა ზრდით.

⭕ ერთი გაკვეთილი ონლაინ ლექციებიდან:

დილა დაწყეთ ერთი 5-წუთიანი გაკვეთილის მოსმენით. მაგალითად, ყავის სმის პროცესში ჩართეთ და უსმინეთ. რა თქმა უნდა, ერთი გაკვეთილი პირობითია და მეტის მოსმენაა შესაძლებელი, მაგრამ როგორც კუპერი ამბობს, მან ერთი გაკვეთილით დაიწყო და შემდეგ, გამომდინარე თავისუფალი დროიდან და განწყობიდან ეს რიცხვი გაზარდა. მთავარია, ერთი გაკვეთილი აუცილებლად მოისმინოთ ყოველ დილას.

⭕ უნდა მობილიზდეთ რაიმე ერთი საქმიანობისთვის:

ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოთ თქვენს სურვილებში და ერთდროულად არ შეეჭიდოთ რამდენიმე ახალი უნარის ათვისებას. როცა ახალგაზრდა ხარ, გინდა, რომ ყველაფერი ერთდროულად აკეთო, რაც ხელს გიშლის კონცენტრირებაში და შესაბამისად, ვერცერთი გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ მიგყავს. არა და, ბუნებრივია, რომ ჩვენს ტვინს რამდენიმე სხვადასხვა საკითხზე ფიქრი უჭირს.

ენის შესწავლისთვის ადრე ადგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამიტომ, გარდა იმისა, რომ დილა-საღამოს გრაფიკს დაგეგმავ, დილით გაღვიძებასაც უნდა მიეჩვიო. ნელ-ნელა, მაღვიძარას დაყენებაც აღარ დაგჭირდება და ყოველდღიურ ჩვევად გადაგექცევათ.

⭕ შეაგროვეთ უნარ-ჩვევები და ყველაფერი ახალი დააშენეთ უკვე არსებულს:

როცა მიხვდებით, რომ დილით გაღვიძება, გაკვეთილის მოსმენა და საღამოს წიგნის კითხვა ჰობად და სასიამოვნო პროცესად გექცად, შეგიძლიათ, დაამატოთ მას ახალი უანრები, მაგალითად, უცხო ენაზე ფილმის ყურება და შემდეგ ამაზე ისაუბროთ მეგობრებთან.

იხილეთ ასევე: 15 რამ, რაც ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ

4 შეცდომა, რომელსაც მეცადინეობის დროს უშვებ

ეფექტური მეცადინეობის ოქროს წესები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები