4 შეცდომა, რომელსაც მეცადინეობის დროს უშვებ

სასარგებლო რჩევები

როცა საქმე სწავლას ეხება, ბევრი ბანალური ფრაზის მოსმენა გიწევთ. როგორიცაა: „ აქციეთ სწავლა პრიორიტეტად. ხშირ ხშირად გადაიმეორეთ კონსპექტები.“  ,,ყველა სემინარი მოამზადეთ“ ,, ბევრ მეცადინეობას სრულყოფილებამდე მივყავართ. ასე რომ რაც შეიძლება მეტი იმეცადინეთ;“ „ლენინი ცუდი კაცი იყო, მაგრამ სწავლაზე რაც თქვა, მართალია“, და  ა.შ.

ამის წაკითხვისას ალბათ ყველა  სტუდენტმა ერთდროულად გადაატრიალეთ თვალები. ამ გამონათქვამების უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი განზრახვითაა ნათქვამი, (იმედია) აშკარა უზუსტობაა.

1.ლექციამდე გაეცანით მოსამზადებელ მასალას;

ალბათ ყველას მოგვისმენია ლექციის დასასრულს ლექტორის მიერ ნათვქამი მსგავსი ფრაზა : „წაიკითხეთ და კარგად გაეცანით მომდევნო თავს, რომ ხვალ წარმოდგენა გქონდეთ რაზე ვილაპარაკებ და ბუს თვალებით არ მიყუროთ“. ალბათ გიჩნდებოდათ იმის სურვილიც, გეთქვათ – „მოიცა და… მასალის განმარტეყბა თქვენი მოვალეობა არ არის ?“

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ამას ხომ მაინც არავინ აკეთებს (იმ ტიპის გარდა ყოველთვის წინა მერხზე რომ ზის და ბაკალავრიატსაც აუცილებლად 3,5 ჯიპიეით დაამთავრებს).

მაგრამ დაგვეხმარება კი რამეში ასე რომც ვიქცეოდეთ?

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს დროის არამიზნობრივად  ფლანგვაა. გამეორება  ეფექტურია მხოლოდ მასალის სწავლისას.

მაშინ რატომ უნდა გავიმეოროთ რამე ორჯერ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ ლექტორი რაზე ლაპარაკობს? ლექტორმა ხომ ისედაც უნდა გაგვაგებინოს რაზე საუბრობს, ესაა მისი მთავარი ამოცანა. გამეორება ცოდნის დედაა? ყოველთვის ნამდვილად არა, ზოგჯერ ის უბრალოდ დედინაცვალია.

მომდევნო ლექციამდე დარჩენილი დრო, უფრო ეფექტური იქნება წინა ლექციაზე  ახსნილი მასალის გამეორებასა და სწავლას დავუთმოთ, ვიდრე ,,დაუკრეფავში გადავიდეთ“ და მეცნიერულ (ჩინურ) ენაზე დაწერილი მასალა წინასწარ ვიკითხოთ.

2. იპოვე ჯგუფელი, რომელთან ერთადაც იმეცადინებ;

სამეცადინო ჯგუფები.

ზოგს არ შეუძლია სხვა სტუდენტებთან ერთად  ჯდომა და ქიმიურ რექციებზე  ან ფროიდის ფსიქოლოგიზე საათობით ტვინის ჭყლეტა. ზოგს კი პირიქით – სხვებთან ერთად მასალის დამუშავების პროცესი მოსწონს. კაცია და გუნება. და მაინც რომელი უფრო სწორი მეთოდია ?
სხვებთან ერთად მეცადინეობამ შეიძლება უფრო მეტი მობილიზება ეგმატოს, მაგრამ სულ ესაა რა სარგებელიც მისგან შეგვიძლია მივიღოთ.

როცა იცი, რომ 4 საათზე ვიღაც გელოდება ბიბლიოთეკაში, უკვე საკმარისი მოტივაციაა იმისთვის, რომ ერთი ადგილი აწიო და იმ კონსპექტებს მიუჯდე, შენი ოთახის კუთხეში რომ ობლად ყრია.

თუმცა, რთული მასალის სხვებთან ერთად ზუთხვა მხოლოდ საკუთარი თავის მოუტყუება და იმაში დარწმუნებაა, რომ ის, რაც თქვენმა „მეწყვილემ“ იცის, თქვენც ჩაგებეჭდათ გონებაში და ფინალურებზე აუცილებლად ამოგიტივტივდებათ.

მაგალითისთვის, ერთია სხვას უყურო როგორ ხსნის ფიზიკის რთულ ამოცანას და თავი უქიცინო თანხმობის ნიშნად ,, აჰა, აჰა, გავიგე“ და მეორეა  გამოცდაზე ცარიელ ფურცელს მიშტერებულმა გაიხსენო ამოცანის ამოხსნის გზები.

3. ლექციის ჩანაწერებს ხშირად გადახედეთ;

ლექციის ჩანაწერების გიჟივით, გამუდმებით გადამეორება არა მარტო დროს გაკარგვინებს, ასევ დამტკიცებულია, რომ ფრიად არაეფექტურია. თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც ყველა ლექტორი ამას ჩაგვჩიჩნებს. რადგან „კარგი სტუდენტები” ასე აკეთებენ.

  ☼  იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!   ☼  

გაცილებით ეფექტურია ქვიზებისა და ტესტების მეშვეობით გაიმყაროთ ახლად ათვისებული მასალის ცოდნა.

კვლევებმა აჩვენა, რომ საკუთარი თავის ტესტირების მეთოდი გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ლექციაზე ჩაწერილი მასალის უაზროდ ზუთხვა.

4. სამეცადინოდ მყუდრო, წყნარი ადგილი შეარჩიე;

„გამორთე მუსიკა! როგორ ახერხებ კონცენტრირებას თუ ჯაგა-ჯუგები გაქვს ჩართული?!“

„წყნარად იჯექი და ყურადღება მოიკრიბე;“

გეცნობათ?

ეს „კეთილი“ რჩევა ძრითადად იმ სტუდენტებზეა გამიზნული, რომლებიც მესიჯობენ, მუსიკას უსმენენ, ჩართული აქვთ ფეისბუქი, სკაიპში მეგობარს ეჩათავებიან და პარალელურად სემინარს ამზადებენ.

swav
ასეთ შემთხვევაში ეს რჩევა არც თუ ურიგოა. მაგრამ მეორე მხრიდანაც შევხედოთ. ყველდღიურად ერთსა და იმავე მყუდრო წყნარ ადგილას მეცადინეობა იმის გარანტია, რომ ნასწავლის გახსენებას ისევ ამ ადგილზე შეძლებთ და არა გამოცდაზე, სადაც სრულიად ადვილად შეიძლება ყურადღების გაფანტვა და ვერც სიმყუდროვეს და სრულ სიწყნარეს  დაგპირდებათ ვინმე.

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

წყარო: stearnslab.yale.edu

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები