საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, საქართველოში სულ 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა. მათგან 19 სახელმწიფო უნივერსიტეტია, 45 კი – კერძო.
საქსტატის ცნობით, 64 უმაღლესიდან 41 თბილისში, ხოლო დანარჩენი რეგიონებში მდებარეობს. (თბილისში ფუნქციონირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაც – სოხუმის უნივერსიტეტი).
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, უმაღლესების რაოდენობით, თბილისის შემდეგ, 8 უნივერსიტეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ლიდერობს.
სხვა რეგიონების მიხედვით კი მონაცემები ასეთია:
- იმერეთი – 4
- კახეთი – 3
- მცხეთა-მთიანეთი – 1
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2
- სამცხე-ჯავახეთი – 2
- შიდა ქართლი -2
ასევე იხილეთ:




