რომელი სტუდენტების სტიპენდია გახდა 1 000 ლარი შემოდგომის სემესტრიდან

სტუდZona

თუ ხარ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებს.

2026-2027 სასწავლო წლიდან, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.

ამას ითვალისწინებს „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ განსაზღვრული ცვლილებები, რომელიც უკვე ამოქმედდა.

პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, ცვლილებები კი ჯერ კიდევ ზაფხულში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააანონსა.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები