ვაკანსია რეპორტიორი ჟურნალისტებისთვის

დასაქმება

netgazeti.ge ეძებს რეპორტიორებს,  რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მოამზადონ ჟურნალისტური ნამუშევრები ვებ გვერდისთვის.  ნეტგაზეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია იმ ჟურნალისტებით, რომლებსაც აინტერესებთ  ვებ რეპორტინგი.

კონკურისის პირობების თანახმად, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს მოთხოვნა აუცილებელი არ არის.

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, აინტერესებდეს ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ პირობებში.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნულ პოზიციების დასაკავებლად. ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან  და ორ ჟურნალისტურ ნამუშევართან ერთად უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “რეპორტიორი- 2016”

განაცხადები მიიღება: 2016 წლის 15 მარტისა.

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე.

იხილეთ ასევე: ლიტერატურული აგენტის ვაკანსია სტუდენტებისთვის

სტუდენტური ვაკანსია იურისტებისთვის – ანაზღაურება 350-450 ლარი

სტუდენტური ვაკანსია – ცვლის მორიგე

სტუდენტური ვაკანსია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

 ვაკანსია სპეციალურად სტუდენტებისთვის!

USAID-ის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები