სტუდენტური ვაკანსია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

დასაქმება

საგამომცემლო კომპანია “ნოტა ბენე” აცხადებს ვაკანსიას გამომცემლობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ ლიტერატურულ და საგამომცემლო სფეროში მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (უპირატესად განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით);
  • სასურველია საგამომცემლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;  
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სათარგმნი ან გამოსაცემი ლიტერატურის სარედაქციო ან მთარგმნელობითი საქმიანობის კოორდინირება;
  • სათარგმნი ან გამოსაცემი ლიტერატურის საავტორო უფლებებზე მოლაპარაკების წარმოება;
  • მთარგმნელობით და საგამომცემლო სფეროში ახალი კონტაქტების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება, გაფართოვება;
  • უცხოელ გამომცემლებთან კონტაქტის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება;
  • არსებულ და ახალ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების მართვა;
  • მიმდინარე პროექტების კოორდინაცია;
  • სტუმრების მიღება, საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • საქმიანი მიმოწერის წარმოება, სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა.

დამატებითი მოთხოვნები (სასურველია):

  • საქმიანი მოლაპარაკების წარმოებისა და პროექტების მართვის გამოცდილება;
  • საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  •  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა; 
  • მოქნილობა, დიპლომატიურობა;
  • ენთუზიაზმი;
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00);
შრომის ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა და პირისპირ გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გადააგზავნონ რეზიუმე(CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:recruit@nb.ge 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის გამომცემლობის მენეჯერის ასისტენტი.

საკონტაქტო ონფორმა: 215 91 91

იხილეთ ასევე: ვაკანსია სპეციალურად სტუდენტებისთვის!

USAID-ის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

თსუ სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები