კომპანია “ტელექსი” აცხადებს ვაკანსიას ლიტერატურული აგენტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი ცვლაში – 10:00-16:00; 16:00-22:00 – კვირაში 6 დღე. შრომის ანაზღაურება ფიქსირებულია და ასევე, მოქმედებს ყოველთვიური საბონუსე სქემა.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსთამთავრებული (უპირატესად განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით)
- ლიტერატურული კატეგორიების, ჟანრების ცოდნა
- სასურველია გაყიდვების/მომსახურების ან საგამომცემლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მკითხველებისათვის ქართული და უცხოური ლიტერატურის გაცნობა და პოპულარიზაცია სატელეფონო ზარების განხორციელებით;
- პოტენციური მკითხველების ახალი ლიტერატურული გამოცემებით დაინტერესება და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
- პოტენციური მკითხველის ლიტერატურული ინტერესების დადგენა და კონსულტაციის გაწევა
- ერთგული მკითხველების ინფორმირება საგამომცემლო ფასების, წიგნების ფასდაკლებისა და სხვა აქციებისა შესახებ;
- თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორების სატელეფონო წარმომადგენლობა და მათი უახლესი ნაწარმოებების პოპულარიზაცია;
- მკითხველების კმაყოფილებასა და კომპანიისადმი ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- წიგნების რეალიზაციის გეგმის შესრულება;
- ლიტერატურასა და წიგნების შეძენასთან დაკავშირებული შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება;
- თბილისის მასშტაბით წიგნის ფესტივალებსა და ბაზრობებზე მონაწილეობა;
- მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაციების მოწყობა წიგნების მოყვარული საზოგადოებისათვის (კორპორატიული შეთავაზებების განხორციელება).
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: [email protected], 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით. თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “ლიტერატურული აგენტი”.
საკონტაქტო ნომერი: 2 15 91 91.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7
იხილეთ ასევე: სტუდენტური ვაკანსია იურისტებისთვის – ანაზღაურება 350-450 ლარი
სტუდენტური ვაკანსია – ცვლის მორიგე
სტუდენტური ვაკანსია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
ვაკანსია სპეციალურად სტუდენტებისთვის!
USAID-ის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის