სტუდენტური ვაკანსია – ცვლის მორიგე

დასაქმება

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს ვაკანსიას ცვლის მორიგის თანამდებობაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ცვლა ( სამ დღეში ერთხელ)
ანაზღაურება: 250 ლარი

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • მორიგეობის გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა და მორიგეობის გადაბარება;
  • ცვლის მიღების შემდეგ სამუშაო უბანზე პირადი დათვალიერებით მუშაობის სქემის და ყველა მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის გაცნობა;
  • საკურატორო უბანზე ტუმბო-აგრეგატების, მოწყობილობების სწორი ექსპლოატაციის და სანიტარულ მდგომარეობას უზრუნველყოფა;
  • სატუმბო სადგურის მომუშავე ტუმბო-აგრეგატების რეგულარული დათვალიერება, პროფილაქტიკა და სისტემატური აღრიცხვიანობა შესაბამის ჟურნალში.
  • მიმაგრებულ უბანზე ავარიის შემთხვევაში დისპეტჩერის, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ ინფორმირება და საავარიო ბრიგადის მოსვლამდე ავარიის ლიკვიდაციისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
  • დისპეტჩერის მოთხოვნების შესრულება, ტუმბო-აგრეგატების გაშვება-გაჩერებასთან დაკავშირებული ოპერაციების შეთანხმება დისპეტჩერთან (გამონაკლისია ავარიული შემთხვევები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით. შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო, წყალმომარაგება/წყალარინების ან ენერგეტიკის მიმართულებებს)
  • სასურველია, ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანად შესრულების, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2016 წლის 31 მარტისა (18:00 სთ). ელექტრონული ფოსტის საგანში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

იხილეთ ასევე: სტუდენტური ვაკანსია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

 ვაკანსია სპეციალურად სტუდენტებისთვის!

USAID-ის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

თსუ სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები