თსუ-ში სახელმწიფო სტიპენდიები გამოცხადდა

უნივერსიტეტების სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი  2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის   „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიები თსუ-ის შემდეგ ფაკულტეტებზე გამოცხადდა:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით  10:00 საათიდან  – 17:00 საათამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (თსუ-ის I კორპუსი, II სართული, ოთახი N208)

განაცხადის ფორმა 

განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან.

 იურიდიული ფაკულტეტი

 

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია :

1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე   განცხადების ფორმა ;

2) პირადობის მოწმობის ასლი ;

3) წინა სემესტრის განმავლობაში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) საქართველო ში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი /დოკუმენტები ( დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა ), ასეთის არსებობის შემთხვევაში. ( რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით,  იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური   კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);

4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის /ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.       (სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) , რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით );

 

5) ,, საქართველოს ბანკის “ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი .

 

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით (10– დან 17 საათამდე , შესვენება 13-დან 14 საათამდე ), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი : თბილისი , ი . ჭავჭავაძის გამზ . №3,  ოთახი  N117.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

განაცხადები შეიტანეთ 24 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით
ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში:

თსუ II კორპუსი ( ოთახი #158; თსუ XI კორპუსი (ოთახი #303)

თსუ-ის სხვა ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიები ჯერ არ გამოცხადებულა.

masters-degree

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები