აწსუ-ის სტუდენტებმა ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს

სტუდენტური შემოქმედება

კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ტყავის ნაწარმის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტმა ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსი “Digital Fashion” ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის გამოყენებითი დიზაინის დეპარტამენტის III და IVკურსის ხუთმა სტუდენტმა: ბექა ხურციძე (პედაგოგი ლელა კიკნაველიძე), ლიკა ჩოგოვაძე (პედაგოგი ლელა კიკნაველიძე), თეო პაპუაშვილი (პედაგოგი ლელა კიკნაველიძე), გიორგი ნერგაძე (პედაგოგი ხათუნა დარსაველიძე) და გვანცა გოგოლიშვილი (პედაგოგი ხათუნა დარსაველიძე).
სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური დოქტორი ლელა კიკნაველიძე.
კონკურსზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს სტუდენტებმა:

ლიკა ჩოგოვაძე – ნომინაცია კოსტიუმი, საუკეთესო მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტა;

თეო პაპუაშვილი -ნომინაცია ფეხსაცმელი, მეორე საპრიზო ადგილი;

გიორგი ნერგაძე – ნომინაცია კოსტიუმი, მესამე საპრიზო ადგილი;

წლევანდელი კონკურსი საკმაოდ მასშტაბური გამოდგა. მასში ჩართული იყო მონაწილეები და ჟიურის წევრები შემდეგი ქვეყნებიდან: უკრაინა, საბერძნეთი, საქართველო, ჩინეთი, ინდოეთი, ალბანეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ბრიტანეთი და ბანგლადეში.

“Digital Fashion” ახალი ფორმატის ონლაინ კონკურსია, რომლის მიზანია ახალი იდეების მოძიება და ახალგაზრდა დიზაინერების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას თანამედროვე მსოფლიო მოდის ტენდენციების გათვალისწინებით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი ულოცავს სტუდენტებს კონკურსში გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები