ურთიერთობის ახალი სტილი

ბლოგი

ახლა, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, შესაძლებელია რამდენჯერმე შეწყვიტოთ კითხვა, მეუღლის ზარის, შვილისგან მიღებული შეტყობინების ან მეგობრის Facebook-ის პოსტის გამო.

მე-20 საუკუნეში ურთიერთობები მკვეთრად შეიცვალა. ჩვენთვის ცნობილია, ისეთი გამოგონებები როგორიცაა: კავშირგაბმულობა, რადიო, ტელევიზია, ფილმები. ამ ყველაფერმა შეცვალა ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. შეიცვალა კორპორატიული მართვის სტილი, ოჯახური კავშირები, ინდივიდუალური მუშაობის ჩვევები. 21-ე საუკუნეში დრამატული ცვლილებების ხაზი გრძელდება, ჩნდება ახალი გამოწვევები: ვიდეოკონფერენციები, მულტიმედია და უფრო მეტად დახვეწილი ინტერნეტ ტექნოლოგიები. ოთხმოცდაათიან წლებში (არ ვგულისხმობ საქართველოს) თითქმის ყველას ჰქონდა პეიჯერი, მას ძირითადად იყენებდნენ ექიმები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე მშობლები, შვილებთან დასაკავშირებლად და დარეკვისთვის სასურველი დროის შესათანხმებლად – ეს მეთოდი აპრობირებული იყო სხვადასხვა კოლეჯებსა და უნივერსიტეტეტბში. პეიჯერი მობილური ტელეფონის წინამორბედი მოწყობილობა გახლდათ, შემდეგ შეიქმნა ინტერნეტი, მომდევნო საფეხუზე კი იმეილი, საიდანაც შესაძლებელი გახდა მესიჯების გაგზავნა-მიღება. დღეს უკვე Facebook, Skype, MySpace, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ბლოგინგი და Twitter ის საშუალებებია, რომლითაც შესაძლებელია თანამედროვე კომუნიკაციის დამყარება.

1922612_728125153886933_455012192_n

წარმოიდგინეთ რომ ტელევიზორის ყურებისას მოგივიდათ შეტყობინება ტექსტით: „Hi“, ივარაუდებთ, რადგან მომწერა იცის ჩემს შესახებ – ჩვენთვის უცნობია მისი ხმა, გენდერული იდენტიფიკაცია, „სხეულის ენა“, ემოცია. ვხედავთ მხოლოდ მარტივ შეტყობინებას – „Hi“. უმეტესობას შესაძლოა ეპასუხა მისთვის იმავე ტექსტით და დაიწყებოდა ინტენსიური კომუნიკაცია სრულიად უცხო ადამიანებს შორის, რომლებიც ზიან ტელეფონებთან და უგზავნიან ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს. ასევე, როდესაც ე.წ. „ჩათის ოთახებში“ გაცნობილი ადამიანები ერთმანეთისგან ბანალური ტიპის შეტყობინებებს იღებენ, რომელიც მოკლებულია ემოციას, არ იციან ვინ არის მათი შეტყობინებების ადრესატი, არ იციან მათი რეალური ზრახვების შესახებ და რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტობინების შემდეგ უგზავნიან ერთმანეთს სურათებს (ხშირად ეროტიული შინაარსის). თითოეული გაგზავნილი ფოტოს ასლი ინახება სატელეფონო კომპანიის ოფისში. ეს კი მიუთითებს, რომ ორ ადამიანს შორის მიმოწერაც კი არ არის პირადი.

1922529_728126747220107_1165476777_n

ტელეფონით კომუნუკაციამ, აიპადმა და სხვა ციფრულმა ტექნოლოგიებმა სიკვდილიანობის რისკი გაზარდა. მოზარდები მათ ძირითადად ქუჩაში იყენებენ გადასვლისას, მანქანით მოძრაობისას და სხვა სახიფათო ზონებში. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც უქმნიან საფრთხეს. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ტელეფონით საუბარი მანქანის მართვის დროს ანელებს რეაქციას. სახიფათო შემთხვევის დროს, ამ ფაქტმა შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექნოლოგიები და მათი მოხმარება ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო მისი მომხმარებლები ძირითადად თინეიჯერები არიან, რომელთაც არა აქვთ საკუთარი შემოსავალი და ხშირ შემთხვევაში მშობლები ბოლო თეთრებს ხარჯავენ, რათა შვილი მოდას არ ჩამორჩეს.

ფსიქოთერაპევტები და სოციალური ფსიქოლოგები წინააღმდეგნი არიან ადამიანებს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდეთ მხოლოდ ტექნიკური საშუალებებითა და სოციალური ქსელებით. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის ხმა, ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი, გრძნობებისა და ემოციების გაცვლა. საუბრისას უნდა გვქონდეს საშუალება თვალებით კონტაქტის, სხეულის ენით ინტერპრეტაციის და სხვა ნიუანსები, რომელიც პირდაპირ კომუნიკაციას მოაქვს. როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ მხოლოდ სენსორულ ეკრანზე გაშლილი ტექსტით, რომლის ემოციური სიცარიელის შევსებას სმაილები ცდილობს?!

1898936_728125170553598_675020114_n

კომუნიკაციის ზემოთ ჩამოთვლილმა საშუალებებმა შეცვალა მთელი მსოფლიო. შეიცვალა თითოეული ინდივიდი, მათი ცხოვრების სტილი და სამუშაო გრაფიკი, გაფერმკრთალდა ემოციები და პირადი ცხოვრება წარსულის მემკვიდრეობა გახდა. უკვე აღარ არსებობს კომუნიკაციის საზღვრები, აღარ არსებობს პირადული და ინტიმური განცდა, რადგან შენი თითოეული სიტყვა, რომელიც სოციალურ ქსელში მეგობრისთვის გაქვს მიწერილი ხვალ შეიძლება საჯარო გახდეს. რამდენადაც ხელსაყრელი და მოსახერხებელია დისტანციური კავშირი, იმდენად საფრთხის შემცველია, როგორც პიროვნული განვითარებისთვის ასევე კარიერული წინსვლისთვის.

ახლა, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, შესაძლებელია რამდენჯერმე შეწყვიტოთ კითხვა, მეუღლის ზარის, შვილისგან მიღებული შეტყობინების ან მეგობრის Facebook-ის პოსტის გამო.

 1898980_728134143886034_66082591_n

მე-20 საუკუნეში ურთიერთობები მკვეთრად შეიცვალა. ჩვენთვის ცნობილია, ისეთი გამოგონებები როგორიცაა: კავშირგაბმულობა, რადიო, ტელევიზია, ფილმები. ამ ყველაფერმა შეცვალა ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. შეიცვალა კორპორატიული მართვის სტილი, ოჯახური კავშირები, ინდივიდუალური მუშაობის ჩვევები. 21-ე საუკუნეში დრამატული ცვლილებების ხაზი გრძელდება, ჩნდება ახალი გამოწვევები: ვიდეოკონფერენციები, მულტიმედია და უფრო მეტად დახვეწილი ინტერნეტ ტექნოლოგიები. ოთხმოცდაათიან წლებში (არ ვგულისხმობ საქართველოს) თითქმის ყველას ჰქონდა პეიჯერი, მას ძირითადად იყენებდნენ ექიმები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე მშობლები, შვილებთან დასაკავშირებლად და დარეკვისთვის სასურველი დროის შესათანხმებლად – ეს მეთოდი აპრობირებული იყო სხვადასხვა კოლეჯებსა და უნივერსიტეტეტბში. პეიჯერი მობილური ტელეფონის წინამორბედი მოწყობილობა გახლდათ, შემდეგ შეიქმნა ინტერნეტი, მომდევნო საფეხუზე კი იმეილი, საიდანაც შესაძლებელი გახდა მესიჯების გაგზავნა-მიღება. დღეს უკვე Facebook, Skype, MySpace, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ბლოგინგი და Twitter ის საშუალებებია, რომლითაც შესაძლებელია თანამედროვე კომუნიკაციის დამყარება.

წარმოიდგინეთ რომ ტელევიზორის ყურებისას მოგივიდათ შეტყობინება ტექსტით: „Hi“, ივარაუდებთ, რადგან მომწერა იცის ჩემს შესახებ – ჩვენთვის უცნობია მისი ხმა, გენდერული იდენტიფიკაცია, „სხეულის ენა“, ემოცია. ვხედავთ მხოლოდ მარტივ შეტყობინებას – „Hi“. უმეტესობას შესაძლოა ეპასუხა მისთვის იმავე ტექსტით და დაიწყებოდა ინტენსიური კომუნიკაცია სრულიად უცხო ადამიანებს შორის, რომლებიც ზიან ტელეფონებთან და უგზავნიან ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს. ასევე, როდესაც ე.წ. „ჩათის ოთახებში“ გაცნობილი ადამიანები ერთმანეთისგან ბანალური ტიპის შეტყობინებებს იღებენ, რომელიც მოკლებულია ემოციას, არ იციან ვინ არის მათი შეტყობინებების ადრესატი, არ იციან მათი რეალური ზრახვების შესახებ და რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტობინების შემდეგ უგზავნიან ერთმანეთს სურათებს (ხშირად ეროტიული შინაარსის). თითოეული გაგზავნილი ფოტოს ასლი ინახება სატელეფონო კომპანიის ოფისში. ეს კი მიუთითებს, რომ ორ ადამიანს შორის მიმოწერაც კი არ არის პირადი.

1923005_728126917220090_138165755_n

ტელეფონით კომუნუკაციამ, აიპადმა და სხვა ციფრულმა ტექნოლოგიებმა სიკვდილიანობის რისკი გაზარდა. მოზარდები მათ ძირითადად ქუჩაში იყენებენ გადასვლისას, მანქანით მოძრაობისას და სხვა სახიფათო ზონებში. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც უქმნიან საფრთხეს. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ტელეფონით საუბარი მანქანის მართვის დროს ანელებს რეაქციას. სახიფათო შემთხვევის დროს, ამ ფაქტმა შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექნოლოგიები და მათი მოხმარება ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო მისი მომხმარებლები ძირითადად თინეიჯერები არიან, რომელთაც არა აქვთ საკუთარი შემოსავალი და ხშირ შემთხვევაში მშობლები ბოლო თეთრებს ხარჯავენ, რათა შვილი მოდას არ ჩამორჩეს.

ფსიქოთერაპევტები და სოციალური ფსიქოლოგები წინააღმდეგნი არიან ადამიანებს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდეთ მხოლოდ ტექნიკური საშუალებებითა და სოციალური ქსელებით. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის ხმა, ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი, გრძნობებისა და ემოციების გაცვლა. საუბრისას უნდა გვქონდეს საშუალება თვალებით კონტაქტის, სხეულის ენით ინტერპრეტაციის და სხვა ნიუანსები, რომელიც პირდაპირ კომუნიკაციას მოაქვს. როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ მხოლოდ სენსორულ ეკრანზე გაშლილი ტექსტით, რომლის ემოციური სიცარიელის შევსებას სმაილები ცდილობს?!

986584_728133113886137_1109932052_n

კომუნიკაციის ზემოთ ჩამოთვლილმა საშუალებებმა შეცვალა მთელი მსოფლიო. შეიცვალა თითოეული ინდივიდი, მათი ცხოვრების სტილი და სამუშაო გრაფიკი, გაფერმკრთალდა ემოციები და პირადი ცხოვრება წარსულის მემკვიდრეობა გახდა. უკვე აღარ არსებობს კომუნიკაციის საზღვრები, აღარ არსებობს პირადული და ინტიმური განცდა, რადგან შენი თითოეული სიტყვა, რომელიც სოციალურ ქსელში მეგობრისთვის გაქვს მიწერილი ხვალ შეიძლება საჯარო გახდეს. რამდენადაც ხელსაყრელი და მოსახერხებელია დისტანციური კავშირი, იმდენად საფრთხის შემცველია, როგორც პიროვნული განვითარებისთვის ასევე კარიერული წინსვლისთვის.


ავტორი : გაგა გვენეტაძე 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები