ხარ ახალგაზრდა? ცხოვრობ ქუთაისში? გაქვს ახალგაზრდული ინიციატივა და გსურს ის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდეს? მაშინ ეს შანსი უნდა გამოიყენო. „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს და საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით მისამართზე: [email protected] განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 14 აპრილამდეა.
საკონკურსო პროექტების თემატიკა:
- საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
- ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
- ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
- ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
- ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება;
- საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება;
- ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების
განვითარებასა და მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში; - მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა.
განაცხადების წარდგენის ელექტრონული ფორმა, კონკურსის ჩატარების პირობები და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე