TikTok-ის დაბლოკვის საშიშროების გამო, აშშ-ში მისი შემცვლელი აპლიკაცია შექმნეს

აქტუალური

აშშ-ში TikTok-ის დაბლოკვის საშიშროების მოახლოებასთან ერთად, აპლიკაციის ანალოგი, Lemon8 შეიქმნა, რომელსაც უკვე „ინფლუენსერები“ აქტიურად იყენებენ.

ექსპერტები ახალ პლატფორმას აღწერენ, როგორც Pinterest-ის და Instagram-ის შვილს, რომელსაც TikTok-ის ალგორითმი აქვს.

რეალურად, აღნიშნული აპლიკაცია მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა და მისი შემქმნელი TikTok-ის დამაარსებელი კომპანია ByteDance-ია. მან უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში, სადაც პლატფორმას უკვე მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს.

New York Times-ის ინფორმაციით, ByteDance-მა უკვე აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო Lemon8-ის პოპულარიზაციისთვის. ჰეშთეგი #Lemon8Partner კი უკვე აქტიურად გამოიყენება როგორც ახალ აპლიკაციაში, ისე TikTok-ში.

თავად ByteDance ამბობს, რომ Lemon8 ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია და ის ერთგვარ სატესტო პერიოდს გადის. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ მათ არ დაუწყიათ განსაკუთრებული მარკეტინგული კამპანია, მაგრამ მათ თანამშრომლობის გარიგებები ცნობილ კონტენტ კრეატორებთან და ინფლუენსერებთან დადეს, რომ მათ Lemon8-ზე პოსტების და ვიდეოების დადებისთვის გადაუხდიან.

TikTok-სა და Lemon8-ს შორის არსებულ ყველაზე მკვეთრ განსხვავებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ თუ პირველ შემთხვევაში აპლიკაციის მომხმარებლები მოკლე ვიდეოებს უყურებენ, Lemon8-ზე ვიდეოები თითქმის სრულადაა ფოტოებით ჩანაცვლებული, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ მაინც შეგიძლიათ, რომ პლატფორმაზე ვიდეოები განათავსოთ.

აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე აპლიკაციაში არ არსებობს შეტყობინების გაგზავნის, ან სხვა მომხმარებლების მონიშვნის ფუნქცია.

საბოლოოდ, თუ TikTok-ი აშშ-ში აიკრძალება, მისი შემცვლელი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ნაპოვნია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები