როგორ გადავიტანოთ შუალედური გამოცდის თარიღი და რა ვადებში შეგვიძლია საგამოცდო ქულის გასაჩივრება – TSU EDITION

საინტერესო ფაქტები

მიაქციეთ ყურადღება, თუ თქვენს საგამოცდო ცხრილში არ არის ასახული კონკრეტული საგნის საგამოცდო თარიღი, ინფორმაციას შუალედური გამოცდის შესახებ მოგაწოდებთ საგნის წამყვანი პროფესორი.

გარკვეულ დისციპლინებში, სადაც გამოცდა რამდენიმე ნაკადად არის დაყოფილი, საგამოცდო ბილეთი შეიძლება მოგეწოდოთ საგამოცდო ცენტრის ჩართულობით, თუმცა, შესრულებულ დავალებას აგზავნით საგნის წამყვანი პროფესორის მიერ მითითებულ შესაბამისი ასისტენტის/პროფესორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

საგამოცდო ნაშრომების გასწორებას უზრუნველყოფენ ასისტენტები, ხოლო აპელაციის წესით ნაშრომებს, როგორც წესი, ეცნობა და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საგნის წამყვანი პროფესორი.

საგამოცდო ქულის ასახვიდან 48 საათის განმავლობაში სტუდენტს აქვს მიღებული შეფასების გასაჩივრების უფლება. აპელაცია უნდა გაიგზავნოს თსუ ელექტრონული სისტემიდან კორესპოდენციიდან, სათაურით „საგამოცდო ქულის გასაჩივრება (აპელაცია)“. შეტყობინება ავტომატურად მისდის როგორც საგნის წამყვან პროფესორს, ასევე სემინარის ხელმძღვანელს.

შუალედური გამოცდის გადატანას კვლავ უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრი. გამოცდის გადატანისას აუცილებელია სტუდენტმა ბაზიდან მიმართოს საგამოცდო ცენტრს.

იმისათვის, რომ გადავადების მოთხოვნა გააგზავნოთ, აუცილებელია, რომ შეხვიდეთ lms.tsu.ge-ზე -> დააკლიკოთ განრიგს და აირჩიოთ გამოცდების განრიგი -> ჩამოსქროლოთ დაბლა და მონიშნოთ პირველი, ან მეორე შუალედური -> ამის შემდეგ, ფანჯარაში გამოჩნდება გამოცდების ცხრილი. იმ გამოცდის გასწვრივ, რომლის გადატანაც გსურთ, დააკლიკეთ „განცხადების გაგზავნა“-ს -> გაიხსნება კიდევ ახალი ფანჯარა -> კატეგორიაში უთითებთ გამოცდის გადატანის მიზეზს (გამოცდის გადატანა სხვა მიზეზით, გამოცდის გადატანა სამსახურის ცნობით, გამოცდის გადატანა გამოცდის დამთხვევის გამო, გამოცდის გადატანა ფორმა-100), -> შეიყვანთ განცხადების ტექსტს და ამ ყველაფერს დაურთავთ სასურველ ფაილს, რის შემდეგაც განცხადებას გააგზავნით.

თსუ-ის განათლების ცენტრის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის განცხადებაზე პასუხს სტუდენტები ორი დღის განმავლობაში მიიღებენ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები