თანამედროვე მსოფლიოში სპორტს დიდი ადგილი უკავია და მარტო სხეულის სიჯანსაღეს არ გულისხმობს. სპორტი შანსს გაძლევთ, გახდეთ ცნობილი და მდიდარი, იშოვოთ უამრავი ფული. დღევანდელი სპორტსმენების მოტივაციაც სწორედ ესაა. გთავაზობთ 2013 წლის ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა ათეულს:
10. ლიონელ მესი
საფეხბურთო სამყაროში მესი ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა. არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას წამყვანი მოთამაშე მხოლოდ 25 წლისაა. წარმატებული მატჩების წყალობით უამრავი ინვესტორის ყურადღება მიიპყრო და მისი ამჟამინდელი ქონება 115 მილიონ დოლარს შეადგენს, ყოველწლიური შემოსავალი კი 44 მილიონ დოლარს აღემატება.
9. ფლოიდ მეივეზერი
ის ერთ-ერთი აგრესიული და მოხერხებული ბოქსიორია, რომელმაც თითქმის ყველა შეჯიბრი მოიგო და დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. 35 წლის ამერიკელის ქონებაც 115 მილიონ დოლარს შეადგენს.
8. კრისტიანო რონალდო
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 28 წლის პორტუგალიელს შეუძლია მატჩის თავის სასარგებლოდ შემობრუნება. ის ჩვენს სიაში მერვე ადგილზეა 135 მილიონიანი კაპიტალით და 35 მილიონი წლიური შემოსავლით.
7. როჯერ ფედერერი
31 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან სახელი თავისი მიღწევების სიმრავლით მოიხვეჭა. ამასთანავე, იგი ბრენდირებას უწევს „რადოს“, საიდანაც დიდ მოგებას ნახულობს. მისი ამჟამინდელი ქონება 140 მილიონი დოლარია.
6. ფილ მიკელსონი
პროფესიული გოლფის მოთამაშე ამერიკიდან. ის 42 წლისაა და უამრავი შეჯიბრი აქვს მოგებული, მათ შორის 4 მთავარი ჩემპიონატი. ის 150 მილიონს ფლობს, ყოველწლიურად კი 60 მილიონს იღებს.
5.დევიდ ბექჰემი
37 წლის ინგლისელ ფეხბურთის ვარსკვლავს მაღალი ჰონორარი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში. მისი ქონება 175 მილიონს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური შემოსავალი 27 მილიონია.
4.კობი ბრაიანტი
34 წლის ამერიკელი კალათბურთელი, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავს, ამან მას დიდი შემოსავალი მოუტანა. მისი კაპიტალი 200 მილიონია, ყოველწლიურად კი 25.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
3. ალექს როდრიგესი
ალექს როდრიგესიც ამერიკელია. ის ბეისბოლის ერთ-ერთი წაყვანი მოთამაშეა და ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სიაში მესამეა. ის 300 მილიონ დოლარს ფლობს.
2.მიხაილ შუმახერი
არც ერთ მრბოლელს მისნაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია. უამრავ შეჯიბრებაში მონაწილეობამ მას საკმაოდ დიდი თანხა მოუტანა. გერმანელი ავტომრბოლელის ქონება 400 მილიონს, ხოლო წლიური შემოსავალი 40 მილიონ დოლარს შეადგენს.
- 1. ტაიგერ ვუდსი
ტაიგერ ვუდსს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ის გოლფის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა – სენსაციური რეკორდების ავტორი. 37 წლის ამერიკელის ქონება 500 მილიონია, ხოლო წლიური შემოსავალი 85 მილიონი დოლარი.
სოფიკო თინიკაშვილი