ჩრდილოეთის ირმის კოსტუმში გამოწყობილი პრინცი ჯორჯი პირველად ხვდება შობას, სამეფო ოჯახის ოთხივე თაობის წარმომადგენლებთან ერთად. აღტაცებული მშობლების, პრინცი უილიამსისა და ქეითის გარდა, აქ არის მისი ბიძია ჰარი, რომელიც სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილა. ასევე გამოცხადდნენ დედოფალი, პრინცი ჩარლზი და კორნუოლის ჰერცოგი.
პირველი შეხედვისას, გეპატიებათ იმის ფიქრი, რომ სამეფო ოჯახის საშობაო ალბომის უნებლიე მხილველნი გახდით. მაგრამ, ყოველივე ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სინამდვილეში, სანდრინგჰემში გადაღებული ეს კადრები ფოტოგრაფმა ელისონ ჯექსონმა ორეულების დახმარებით შექმნა.
www.dailymail.co.uk
თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა