თუ ხარ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებს.
2026-2027 სასწავლო წლიდან, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.
ამას ითვალისწინებს „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ განსაზღვრული ცვლილებები, რომელიც უკვე ამოქმედდა.
პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, ცვლილებები კი ჯერ კიდევ ზაფხულში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააანონსა.




