საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით განისაზღვრა, რომ 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) გამოცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.
როგორც 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად კი დადგინდა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, გამოცხადებული კონკურსების შესაბამისად, ხოლო სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge-ზე განხორციელდება.
სტაჟირებას გაივლის პირი თუ, ის: სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დამატეებითი დეტალებისთვის იხილეთ პრემიერ-მინისტრის დადგენილება.




