ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური, გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მურალი 430 კვადრატული მეტრისაა და მასზე მხატვარი გიორგი გამეზარდაშვილი მეტსახელად „გამეზა“ „სთრით არტ ფესტი“-ს გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა,
ინფორმაციას, 30 მაისს “იმედინიუსი” ავრცელებს.