ტექნიკურმა გიგანტმა Google-მა განაცხადა, რომ ის უნივერსიტეტის ხარისხის ნაცვლად Google-ს სასწავლო სერტიფიკატებს მიიღებს, რომელთა ასაღებადაც პოტენციურ თანამშრომლებს 6-თვიანი კურსის გავლა შეუძლიათ, რათა მოთხოვნადი პროფესიებისთვის იმაზე გაცილებით ნაკლებ დროში მოემზადონ, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლებისთვისაა საჭირო.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
კვალიფიკაციის გავლის შემდეგ წარმატებული სტუდენტები მიიღებენ Google Career Certificate-ს, რომელსაც კომპანია იმავე პოზიციებზე უნივერსიტეტის ოთხწლიანი ხარისხის ტოლფას საბუთად განიხილავს.
კურსების ფასი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, კომპანიის არსებული სერტიფიკატების ფასის გათვალისწინებით, ის დაახლოებით $300 ეღირება, Google-მა კი უკვე განაცხადა, რომ ის 100 000 სტიპენდიას გასცემს.
ეს კურსები წარმატებულ სტუდენტებს იმ უნარ-ჩვევებს განუვითარებენ, რომლებიც მაღალანაზღაურებად სფეროებში სამუშაოდაა საჭირო და ზრდის პოტენციალს იძლევა. ამ ონლაინ განათლების ფარგლებში Google-ის თანამშრომლები ასწავლიან ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაცემთა ანალიზი, პროექტების მართვა და სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი.
სამსახურისა თუ ნორმალური ხელფასის გარანტიის არქონა სტუდენტებს ზოგჯერ თავდაპირველზე უარეს მდგომარეობაში აგდებს. ამის საპირისპიროდ Google Career Certificate-ის მიზანია, ტრადიციული საუნივერსიტეტო ხარისხების დროისა და ღირებულების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის სანაცვლოდ სტუდენტები დაუყოვნებლივი სამუშაოსთვის მოამზადოს.
წყარო: on.ge