შეერთებულმა შტატებმა ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტებში გამოძიება დაიწყო, იმ ეჭვების ფონზე, რომ მათ მიიღეს დაფარული თანხები უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან და ჩინეთიდან.
აშშ-ის განათლების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ელიტურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოეთიდან მიღებული ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების საჩუქრებსა და კონტრაქტებზე ინფორმაცია სრულად არ გამოუქვეყნებიათ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
BBC-ის ინფორმაციით, ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტები პასუხს ამზადებენ. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, უნივერსიტეტები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია უცხოეთიდან მიღებულ საჩუქრებსა და უცხოელებთან დადებულ კონტრაქტებზე, რომელთა საფასური 250 000 დოლარს სცდება.
“ეს ეხება გამჭვირვალობას. თუ კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ უცხოურ ფულს და საჩუქრებს, მათი სტუდენტები, დონორები და გადამხდელები იმსახურებენ იცოდნენ რამდენს და ვისგან”, – თქვა აშშ-ის განათლების მდივანმა ბეტსი დევოსმა.
აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელიწადში, ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების მიერ მიღებული უცხოური საჩუქრებისა და კონტრაქტების ღირებულება 375 მილიონი დოლარია.