საფრანგეთში სტუდენტის თვითმკვლელობის მცდელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 22 წლის ახალგაზრდამ ლიონში საჯაროდ დაიწვა თავი. ამის მიზეზად მან ფინანსური პრობლემები დაასახელა და პასუხისმგებლობა ფრანგ პოლიტიკოსებსა და ევროკავშირს დააკისრა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ახალგაზრდა, რომელსაც სხეულის 90 პროცენტი დამწვარი აქვს, ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სტუდენტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის ქალაქებში ათასობით ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრაციები ჩატარდა ლილში, ლიონსა და პარიზში.
სტუდენტები აცხადებენ, რომ საფრანგეთში ახალგაზრდების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული.
წყარო: 1tv