კულინარიული ვებგვერდის chefspencil-ის მონაცემებით, საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ათეულში მოხვდა.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დიეტებით შეპყრობილი ქვეყნების რეიტინგული სია „გუგლის“ მონაცემების ანალიზის მიხედვით არის შედგენილი. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად დიეტებს ეძებენ.
აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზე პოლონეთია, მეორეზე – ავსტრალია, ხოლო მესამეზე ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველო ამ სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს.