43-ე დღეა რაც 25 წლის სანდრო დათიშვილმა თელავიდან შოტლანდიისკენ ველოსიპედით მოგზაურობა დაიწყო. მისი მიზანი შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე დასწრებაა, რომელიც 7 სექტემბერს ედინბურგში გაიმართება.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
სანდრომ საქართველო 20 ივნისს დატოვა და ამჟამად ავსტრიაში იმყოფება.
“საქართველო შოტლანდიის “რეისის” 50% შესრულებულია. დღესაა ზუსტად მეორმოცე დღე სტარტიდან და მოგზაურობის 80 დღიდან.
ასე რომ, შეჯამება #2, სარფი-ბუდაპეშტი
ველოსიპედით მოძრ. დრო : 198 საათი
გავლილი დისტანცია: 2936 კმ
ქალაქში გადაადგილებიანად 3000 კმ+
დღე – 39
აქედან მზავრობის დღე – 32
დასვენების დღე – 7
ღამე კარავში – 25
სასტუმრო + სხვა – 14
ნახევარი ბედნიერება წინაა. შემდეგი გაჩერება, ვენა!”, – აღნიშნავს სანდრო საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
ის მოგზაურობასთან ერთად სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნებიდან გვთავაზობს საინტერესო პოსტებს მათი თავისებურებებისა, ტრადიციებისა და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ.
სანდრო დათიშვილის თქმით, მოგზაურობის მიზანი როგორც პიროვნული განვითარება, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობაა.
,,ამ გზით მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღების მიზანი და მოტივაცია უფრო ღრმაა. ბოლომდე მგონია რომ კარგ რამეს ვაკეთებ როგორც საკუთარი შინაგანი, პიროვნული და კულტურული განვითარებისთვის, ისევე ჩემი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის და ალბათ ქვეყნისთვის”, – აცხადებს სანდრო დათიშვილი.