ფილიპინებში უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე აბიტურიენტმა 10 ხე უნდა დარგოს. შესაბამისი კანონი ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სკოლის მოწაფეებს, უმაღლესი განათლების მისაღებად, მინიმუმ 10 ხის დარგვას კანონი დაავალდებულებს.
„ფილიპინებში ყოველ წელს დაწყებით სკოლას 12 მილიონი მოსწავლე ამთავრებს, საშუალო სკოლას – ხუთი მილიონი, კოლეჯებს – 500 ათასი. შესაბმისად, კანონის აღსრულების შემთხვევაში, ფილიპინებში ყოველ წელს 175 მილიონი ხე დაირგვება. შესაბამისად, ერთი თაობა დარგავს 525 მილიარდ ხეს“, – ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კანონის მიხედვით, ხეებს დაცულ ტყეებში, სამოქალქო და სამხედრო რეზერვაციებში, მიტოვებული მაღაროებისა და ქალაქების რაიონებში დარგავენ. ხეები უნდა შეესაბამებოდეს ადგილმდებარეობას, კლიმატს და რელიეფს. უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი ჯიშის ხეებს.
მთავრობა ვალდებული იქნება მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყოს და მათი უსაფრთხოება დაიცვას.
წყარო: 1tv.ge