ბიომეტრიულ მონაცემებს ადამიანებისთვის საქმისა და ცხოვრების გამარტივება შეუძლიათ. მაგალითად, სმარტფონებისა და ელექტრომოწყობილობების მწარმოებელმა ძალიან ბევრმა კომპანიამ, დიდი ხანია წარმოებაში ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება დაიწყო. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ სმარტფონი თითის ანაბეჭდით, ან სახის ამომცნობი სისტემით განიბლოკოს. Meduza-მ 10 სიტუაციის შესახებ მოამზადა სტატია, რა დროსაც ბიომეტრიული მონაცემები ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. როდესაც საზღვარგარეთ ვაპირებთ მოგზაურობას – უკვე ბევრი ქვეყანა იყენებს საზღვრის კვეთისას, საბაჟო კონტროლზე ბიომეტრიულ მონაცემებს. ჯერჯერობით ეს მონაცემები პასპორტში, ჩიპის მეშვეობით არის ჩამონტაჟებული, თუმცა მიდის მუშაობა მეთოდზე, რომ საზღვრის კვეთა მალე მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემებით, დოკუმენტების გარეშე იყოს შესაძლებელი.
2. როდესაც ბანკში ანგარიშის გახსნას გადაწყვეტთ – დღეს საბანკო ანგარიში რომ გახსნათ ან დახუროთ, მიიღოთ სესხი ან სხვა მოქმედება შეასრულოთ, ზოგ შემთხვევაში ბანკის ფილიალში გიწევთ მისვლა. თუმცა ბიომეტრიამ ეს შეიძლება მალე ჩაანაცვლოს. მაგალითად, რუსეთში ინერგება სისტემა, რომლის დახმარებითაც, საკმარისი იქნება ჩაწეროთ ვიდეო ან აუდიო, გააგზავნოთ შესაბამის მისამართზე და სახის ამოცნობის ან ხმის ამოცნობის მეთოდით დისტანციურად გააკეთოთ სასურველი ქმედება.
3. როდესაც სახელმწიფო სერვისები დაგჭირდებათ.
4. როდესაც ექიმთან ვიზიტს გადაწყვეტთ – ბიომეტრიული მონაცემები ადამიანების ინდივიდუალური სამედიცინო ბარათის შემცვლელი შეიძლება გახდეს.
5. როდესაც პასვორდის შეცვლა მოგბეზრდებათ – როგორც წესი, დაცული პასვორდი გრძელი და მრავალი სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს, რათა დაცულობის მეტი ხარისხი ჰქონდეს. ბიომეტრიული მონაცემები კი ამ საქმეს გაამარტივებს.
6. როდესაც სადმე შესასვლელი ბარათი ან გასაღები დაგავიწყდებათ თქვენი ბიომეტრიული მონაცემებით უპრობლემოდ მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე.
7. ბიომეტრიული მონაცემები გამოგადგებათ, თუ სმარტფონს ან ავტომობილს მოგპარავენ. თქვენი მონაცემების გარეშე მათი გამოყენება შეუძლებელი იქნება.
8. როდესაც თან არანაირი დოკუმენტი არ გაქვთ – თუ საჭირო გახდება თქვენი პიროვნების იდენტიფიციკაცია, თან კი შესაბამისი დოკუმენტები არ გექნებათ, ამ სიტუაციიდან გამოსვლაში ბიომეტრიული მონაცემები დაგეხმარებათ.
9. როდესაც საყიდლებზე წახვალთ – მაღაზიებში უკვე შესაძლებელია სმარტფონის დახმარებით თანხის გადახდა, მალე კი თითის ანაბეჭდითაც შეგვეძლება სასურველი პროდუქტის შეძენა.
10. როდესაც ფეხბურთის მატჩის სანახავად მოგინდებათ წასვლა – ზოგან უკვე გამოიყენება სახის ამოცნობის სისტემა, რომელიც სტადიონზე ბუნტისთავ და ჩხუბისამტეხ გულშემატკივრებს სახეზე ცნობს და შესვლის ნებართვას არ აძლევს.
წყარო: imedinews.ge