ფიქრობთ, რომ ბევრი რამე იცით ცხოველების შესახებ? ზოგიერთი ფაქტი, რომლიც ჩვენ სიმართლე გვგონია სინამდვილეში ახლოსაც არ არის რეალობასთან. brightside.me გვთავაზობს იმ ფაქტების ჩამონათვალს, რომლებიც მითებია და ჩვენ ჯერ კიდევ რეალობა გვგონია.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მითი – ბაყაყზე ხელის შეხება აჩენს მეჭეჭებს.
რეალობა – ეს ასე არ არის.
მითი – ქამელეონი იცვლის კანის ფერს, რათა შეუმჩნეველი იყოს ამა თუ იმ გარემოში.
რეალობა – ისინი კანს იცვლიან ხასიათის ცვლილების მიხედვით.
მითი – სირაქლემა მიწაში თავს შიშის დროს რგავს ხოლმე.
რეალობა – ისინი შიშის დროს გარბიან.
მითა – ხარი აგრესიული ხდება წითელი ფერის დანახვაზე.
რეალობა – მათ უჩნდებათ თავდასხმის სურვილი იმიტომ, რომ მათ წინ მოძრაობენ.
მითი – სპილო, წონიდან გამომდინარე, ხმაურით დადის.
რეალობა – ისინი იმდენად დინჯები არიან, რომ ფეხის ხმა, ფაქტობრივად, არ ისმის.
მითი – თხუნელა უსინათლოა.
რეალობა – ის ხედავს, თუმცა სუსტია მისი მხედველობა.
მითი – თაგვს უყვარს ყველი (ფილმებისა და ანიმაციების მიხედვით, ხშირ შემტხვევაში ასეა)
რეალობა – სულაც არაა ყველი მისი საყვარელი საჭმელი.
მითი – ლურჯ ვეშაპს შეუძლია მთელი მანქანის გადაყლაპვა.
რეალობა – გრეიფრუტი არის ყველაზე დიდი რამ, რისი გადაყლაპვაც შეუძლია ვეშაპს.
მითი – თევზები მუნჯები არიან.
რეალობა – მათ საკმაოდ ხმაურიანი ხმის გამოცემა შეუძლიათ.
მითი – ძაღლები აღიქვამენ მხოლოდ თეთრ და შავ ფერს.
რეალობა – ისინი აღიქვამენ დანარჩენ ფერებსაც, თუმცა არა ისე, როგორც ადამიანები.