ვინ არის ქართველი თავადი, რომელიც სალვადორ დალიმ დახატა

საინტერესო ფაქტები

 

სალვადორ დალიმ პორტრეტი თავის მეგობარსა და ქართველ თავადს არჩილ გურიელი-ჭყონიას მიუძღვნა, ეს ინფორმაცია ქართველი საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ დალიმ თავისი ქართველი მეგობარი ტრადიციულ სამოსშო გამოწყობილი დახატა, რომელიც კლდეზე მიჯაჭვული ამირანის ფონზეა გამოსახული. 15894569_10202750266073173_8105669802523532348_nმდინარეში ნავები ჩანს, რომლებიც, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, იასონისა და არგონავტების ისტორიას მოიცავს, დათოვლილი მთები კი საქართველოს ლანდშაფტს ასახავს. მთლიანობაში სალვადორ დალიმ შექმნა სრულად ქართულ მოტივებზე აგებული ნახატი, რომელიც ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციას ერთდროულად ასახავს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სალვადორ დალის ყურადღების მიღმა არც არჩილ გურიელი-ჭყონიას მეუღლე ჰელენ რუბინშტეინი დარჩენია. ბევრი ცნობილი მხატვრის ერთ-ერთმა საყვარელმა სახემ დალისთვისაც იპოზიორა.

ნამუშევარი 1943 წელსაა შექმნილი და მისი ფასი მილიონიდან მილიონ-ნახევარ დოლარამდე მერყეობს.

არჩილ გურიელი-ჭყონია 1895 წელს, წვრილი თავადების ოჯახში დაიბადა. არჩილის მტკიცებით მისი ბებია გურიელების შთამომავალი იყო. 1921 წელს ის საქართველოდან ავსტრიაში გაემგზავრა, შემდეგ საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, 1937 წლიდან მოყოლებული კი ამერიკის6630335490955377232 შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. 1945-47 წლებში ამერიკაში მყოფი ქართული საზოგადოების თავმჯდომარე იყო თუმცა, საქართველოში დარჩენილ ახლობლებსა და ნათესავებს არ ივიწყებდა და მათ საზღვარგარეთ განათლების მიღებაში ეხმარებოდა.

არჩილ გურიელი-ჭყონია ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონის, ბიზნესვუმენისა და პარფიუმერიის დედოფლად წოდებული ჰელენ რუბინშტეინის ცოლად შერთვის შემდეგ მოექცა. ჰელენი პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას “ჰელენა რუბინშტეინს” ფლობდა, რომელიც ამჟამად “ლორეალის” ჯგუფში შედის. ჰელენა რუბინშტეინი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. მისმა კორპორაციამ თელავივს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აჩუქა. ის აფინანსებდა მოგზაურ ხელოვანებსა და ებრაელ სტუდენტებს, ასევე მრავალ გამოკვლევას სამეცნიერო სფეროში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამერიკა-ისრაელის კულტურულ ფონდში.

როგორც ჩანს, სალვადორ დალისთან მეგობრობისას არჩილ გურიელი-ჭყონიამ მხატვარს საქართველოზე დადებითი წარმოდგენები შეუქმნა.

წყარო: www.georgianjournal.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები