ომი სისასტიკის უკიდურესი გამოხატულებაა და იგი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუ მსოფლიო ომების შედეგებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ სამყაროს იმ პერიოდში დიდი კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა. ეპოქამ, მსოფლიომ ომების შედეგად, დაკარგა ათასობით ნიჭიერი თუ გენიოსი ადამიანის სიცოცხლე. არავინ იცის, რა კულტურული თუ ტექნოლოგიური მიღწევების წინ ვიდგებოდით ახლა ამ ადამიანის წყალობით.
თუმცა არა ერთი დასტური არსებობს იმისა, რომ ნიჭიერება უკველოდ არ ქრება. ერთ-ერთ მაგალითს მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცის, 21 წლის ვიქტორ ლანდის, ჩანახატები წარმოადგენს, რომელსაც ომის დროს დღიურის სახით აწარმოებდა და რომელიც დღეს დოკუმენტურ ესკიზს წარმოადგენს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ლანდი არქიტექტურაზე სწავლობდა, როცა ჩაირიცხა არმიის სპეციალურ სასწავლო პროგრამაში. 1944 წელს საბრძოლო ხაზზე საჭირო გახდა დამატებითი არმიის შეყვანა, რაც ვიქტორის ომში მოხვედრას გულისხმობდა. მის გარშემო არსებულ შოკის მომგვრელ მოვლენებს მის შემოქმედებით აზროვნებაზე გავლენა არ მოუხდენია.
ვიქტორი იხსენებდა რომ საბრძოლო ტრენინგებზე მას არ შეეძლო ლექციების მოსმენა და იგი ჩანახატების კეთებით იყო დაკავებული. ამ დროის განმავლობაში ის თან ატარებდა პატარა წიგნაკს, რომელშიც ასახავდა საბრძოლო მოქმედებებს საფრანგეთის წინა ხაზიდან, ასევე ჯარისკაცების ყოველდღიურ ყოფასა და ომის შედეგებს.
ვიქტორისთვის ხატვა აზროვნების სინონიმს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჩანახატები არის ერთი ჯარისკაცის საბრძოლო გამოცდილება ფრონტის ხაზიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს დღიური არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს, არამედ ხელოვნების ნიმუშიცაა.
ომის შემდეგ მან გააგრძელა არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა. ამერიკის მოდერნისტი არქიტექტორი არაერთი სკულპტურული ნამუშევრის ავტორია. ყველა ნაგებობას მისი ხელწერა ეტყობა.