,,კედელი, კედელი და სხვა” (+ფოტო)

საინტერესო ფაქტები

12 თებერვალს ხელოვნების მუზეუმში უკრაინელი მხატვრის მატვეი ვაისბერგის გამოფენა – ,,კედელი, კედელი და სხვა” გაიხსნა. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ნახოს მატვეი ვაისბერგის, უკრაინელი მხატვარისა და ილუსტრატორის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე შექმნილი 100 ნამუშევარი, რომლებიც რამდენიმე სერიაშია გაერთიანებული. ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა ,,კედელი 28.01. – 08.03.2014“, რომელიც ავტორმა 2014 წელს, კიევში მაიდანზე მომხდარ მოვლენებში უშუალო მონაწილეობის შემდეგ შექმნა. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია სერიები: ,,იუდეას უდაბნო” (2001), ,,კედელი” (2011) და ჯოტოს „ალეგორიები“. ამ სერიებში გაერთიანებული ნამუშევრები შთაგონებულია იერუსალიმით, ჰალს ჰოლბეინის გრავიურებითა და სცენებით თანახიდან, რომლებიც ძველი აღთქმის ქრისტიანული ინტერპრეტაციით არის შექმნილი.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

გამოფენა 2016 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება, მათ კი, ვინც ვერ ახერხებს უკრაინელი ხელოვანის ნამუშევრების დათვალიერებას, შეუძლია, შთაბეჭდილებები ჩვენ მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟიდან შეიქმნას:

25

24

23

22

17 16

14 13

12 11

18

10 5

4 3

1  21

2019

მოამზადა: ნათია ზარიძემ

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები