ეს ყველა ქუთაისელისთვის ცნობილი უბანი – ბალახვანია. 2015 წლის 3 მაისს ქალაქს ახალი ქუჩა შეემატა. ამ დღეს,“არტ-სტრიტის“ ფარგლებში“ – ჯაზის ქუჩა გაიხსნა. იდეის ავტორი ქუთაისელი რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილია. განხორციელებაში მას მხატვარი ლია უკლება დაეხმარა და მათ „ჯაზის ქუჩა“ ცნობილი ჯაზმენების კარიკატურებით და ძველი სურათების რეპროდუქციებით გააფორმეს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ავტორი: მარიამ კვერნაძე