10 უძველესი უნივერსიტეტი

საინტერესო ფაქტები

უმაღლესი განათლების ცენტრები ასეულობით წლების მანძილზე არსებობს, მაგრამ დროის სვლას ყველა მათგანი ვერ უძლებს. უამრავი ძველი უნვრსიტეტი გაუქმდა, დაიყო კოლეჯებად ან, გახდა მოდერნიზებული სასწავლებელი.

არსებობს უნივერსიტეტები, რომელებიც სიძველესთან ერთად, კარგი განათლების მომცემია და დღესდღეობით, ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ სასწავლებლებად მიიჩნევა.

გაგაცნობთ მსოფლის 10 უძველეს უნივერსიტეტს, რომლებიც უნივერსიტეტთა რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არიან. 

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

  1. ბოლონიის უნივერსიტეტი/იტილია/ დაარსდა 1088 წელს

ბოლონიის უნივერსიტეტი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტის ტიტულს ატარებს. წარსულში აქ მხოლოდ დოქტორანტურას ასწავლიდნენ, მაგრამ დღეს, ის გვთავაზობს  ყველა ხარისხის მრავალფეროვან მიმართულებებს. უნივერსიტეტი მდებარეობს იტალიაში, კერძოდ, ბოლონიაში.  დღეისთვის  85,000 სტუდენტია ჩარიცხული, საიდანაც – 30,000 კურსდამთავრებულია. ცნობილი კურსდამთავრებულების სიაში არიან 3 პაპი, უამრავი ბიზნესმენი და რამდენიმე იტალიელი პოლიტიკოსი. 2014-15 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ბოლონიის უნივერსიტეტი 182-ე ადგილზეა.

1

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი/დიდი ბრიტანეთი/ დაარსდა 1096- 1167 წლებში

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან – დიდი ბრიტანეთის 26 ყოფილი მინისტრი, 20 მეუფე-ეპისკოპოსი, 12 წმინდანი, 29 ნობელის ლაურეატი, 47 ნობელის პრიზის მფლოელი და ერთი სტეფან ჰავკინგი. ოქსფორდის უნივერსიტეტი ისეთივე პრესტიჟულია, როგორც მისი სიძველე. უნივერსიტეტის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ 1096 უკვე სწავლება მიმდინარეობდა. უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 22,000 და ყოველ წელს მატულობს. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ოქსფორდის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მაღალრეიტინგულია.

22

  1. სალამანკას უნივერსიტეტი/ ესპანეთი/ დაარსდა 1134 წელს

კიდევ ერთი უძველესი ევროპული უნივერსიტეტია სალამანკა, რომელიც 1134 წელს დაარსდა და 1218 წლიდან სამეფო ქარტიის ქვეშ არსებობს. პალენსიის უნივერსიტეტის შემდეგ, რომელიც ესპანეთში აღარ ფუნქციონირებს, სიძველით მეორე უნივერსიტეტია. სალამანკას უნივერსიტეტი პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. აქ 30,000 სტუდენტი სწავლობს და 9 კამპუსი ფუნქციონირებს.  

3

  1. პარიზის უნივერსიტეტი/ პარიზი/ დაარსდა 1160-1250 წლებში

უნივერსიტეტი 1160-1250 წლებში დაარსდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. ცნობილია, როგორც ევროპის ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი. საფრანგეთის რევოლუციის დროს, 1793-1896 წლებში, სწავლება შეჩერებული იყო. დღეს, უნივერსიტეტი დაყოფილია 13 ავტონომიურ ინსტიტუტად და თითოეული მათგანი მაღალი რეპუტაციის სარგებლობს. 

4

  1. კემბრიჯის უნივერსიტეტი/ დიდი ბრიტანეთი/ დაარსდა 1209 წელს

კემბრიჯი 1209 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დააარსა, რომლებმაც პოლიტიკური კონფლიქტის საფუძველზე დატოვეს ოქსფორდი.

ინგლისურენოვან მსოფლიოში უნივერსიტეტი სიძველით მეორეა  და ჩარიცხვის კრიტერიუმებითაც, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია გაერთიანებულ სამეფოში. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტი ბევრი საერთო ტრადიციითა და ჯანსაღი კონკურენციით აგრძელებენ მოღვაწეობას. კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა 18,000-ზე მეტია, საიდანაც 6,000 კურსდამთავრებულია.

5

  1. პადოვას უნივერსიტეტი/ იტალია/ დაარსდა 1222 წელს

პადოვას უნივერსიტეტი 1222 წელს იტალიაში დაარსდა, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რომ უნივერსიტეტი უფრო ადრეც არსებობდა. პადოვა შუასაუკუნეებში დაარსებული უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში 262 ადგილი უკავია და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ასტრონომიის, სამართლის, მედიცინისა და ფილოსოფიის რევოლუციური კვლევების ჩატარებაში. 1545 წელს უნივერსიტეტმა პადოვის ბოტანიკური ბაღი შექმნა, რომელიც დღესდღეობით, უძველესი აკადემიური ბაღია. უნივერსიტეტი ასევე ცხრა მუზეუმის მფლობელია. 

6

  1. ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი/ იტალია/ დაარსდა 1224 წელს

საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფედერიკო II-მ  1224 წელს ნეაპოლში უნივერსიტეტი დაარსა. ნეაპოლი იტალიის სიდიდით მესამე ქალაქია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი – მუდმივად დასახლებულ  ქალაქებს შორის. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ფედერიკო II-ის  სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი 345-ე ადგილზეა. ის სტუდენტებს სწავლების ფართო სპექტრს სთავაზობს. სტუდენტთა რაოდენობა 100,000-ს აღწევს. უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულია ფისოლოფი და თეოლოგი თომა აქვინელი.

7

  1. სიენის უნივერსიტეტი/ იტალია/ დაარსდა 1240 წელს

სიენა ტოსკანას რეგიონში, პატარა ქალაქ სიენაში 1240 წელს დაარსებული უნივერსიტეტია. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 471-480 ადგილი უკავია. უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა 20,000-მდე აღწევს, რაც ქალაქის მთლიანი მოსახლეობის ნახევარია.

8

  1. კოიმბრას უნივერსიტეტი/ პორტუგალია/ დაარსდა 1290 წელს

კოიმბრა პორტუგალიის დედაქალაქში 1290 წელს დაარსებული უნივერსიტეტია. მსოფლიო უნივერსიტეტის რეიგინტებში 351-ე პოზიციაზეა. მეფეების მოთხოვნით უნივერსიტეტს არაერთხელ შეეცვალა ადგილმდებარეობა, საბოლოოდ კი, კოიმბრაში დაფუძნდა. 25,000 სტუდენტის მფლობელმა უნივერსიტეტმა, არაერთ რადიკალურ რეფორმას გაუძლო. მე-18 საუკუნეში პორტუგალიის ერთადერთი მოქმედი უნივერსიტეტი იყო. 2013 წელს კოიმბრას უნივერსიტეტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას შეემატა.

9

  1. ალ-აზჰარის უნივერსიტეტი/ ეგვიპტე/ დაარსდა 970 წელს

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის სტატუსი 1961 წელს მიენიჭა, ალ-აზჰარის სასწავლებელი 970 წელს დაარსდა. უნივერსიტეტს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩაეყარა საფუძველი. ალ-აზჰარი თავდაპირველად, ისლამური სწავლების  დაწერებულება იყო, მაგრამ დღესდღეობით, სასწავლო საგნების ფართო არჩევანი აქვს. სასწავლებელმა ბევრ პოლიტიკურ თავდასხმას გაუძლო. თავდასხმებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი მე-12 საუკუნეში ახალი დინასტიის შემოტევა იყო, როდესაც 100,000-ზე მეტი ტექსტი განადგურდა. ამჟამად, უნივერსიტეტი მსოფლიო უნვიერსიტეტების რეიტინგში 701 პოზიციაზეა, ხოლო არაბეთის რეგიონის უნივერსიტეტებში 37-ე ადგილს იკავებს. უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა  20,000 -ს აღწევს. ტრადიციულ სწავლებებთან ერთად, უნივერსიტეტში – ბიზნესის, ეკონომიკის, მეცნიერების, მედიცინის, ინჟინერიისა და აგროკულტურის პროგრამებია.

10

წყარო: http://www.topuniversities.com/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები