-
არქტიკული ინჟინერია;
აღწერა: როგორ შექმნა კონსტრუქციის დიზაინი მსოფლიო ყველაზე ცივ წერტილებში.
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: ალიასკას უნივერსიტეტი
დასაქმების პერსპექტივა: ცივ რეგიონებში ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი კერძო კერძო ინდუსტრიული სააგენტო.
-
ასტრობიოლოგია;
აღწერა: სიცოცხლის აღმოჩენა დედამიწის საზღვრებს გარეთ და ადრეული ევოლუციის შესწავლა დედამიწაზე.
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: ვაშინგტონის უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: ასტრობიოლოგიის მკვლევარი, მეცნიერი ან განმანათლებელი;
-
აუქციონერობა;
აღწერა: აუქციონის წარმართვის ხელოვნება;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: ჰარისბურგის საზოგადოებრივი კოლეჯი;
დასაქმების პერსპექტივა: ტანკისტი.
-
ცხობის მეცნიერება;
აღწერა: ცხობის ინდუსტრიაში ადმინისტრაციული, კვლევითი და აღმასრულებელი საქმიანობის შესწავლა;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: ცხობის სპეციალისტი სასტუმროებში, რესტორნებში, კლუბებში, საკვების მწარმოებელ სხვა დაწესებულებებში.
-
ბოულინგის ინდუსტრია, მენეჯმენტი და ტექნოლოგია;
აღწერა: ზოგადი სწავლება და მოსამზადებელი კურსები ბოულინგის სფეროში;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: ვინსენესის უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: ცენტრალური მენეჯერის, მარკეტინგის სპეციალისტის პოზიცია ბოულინგის ინდუსტრიაში.
-
ველური ბუნება;
აღწერა: ველური სამყაროს წარმომადგენელთა სახეობების გადარჩენა, პრობლემების კონტროლი;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: ველური ბუნების ბიოლოგი, სახელმწიფო და ფედერალურ სააგენტოებში, ეკოლოგიური კონსულტაციის კერძო ფირმები, ზოოპარკის მენეჯერი, პარკის რეინჯერი, ნატურალისტი, რეკრეაციის მგეგმავი;
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
-
ბავშვის აღზრდა (ძიძა);
აღწერა: ბავშვების განვითარების ტრენინგი, აღზრდის ხელოვნება;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: სულივანის უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: კერძო ძიძა.
- ოკეანოგრაფია და სანაპირო მეცნიერებები;
აღწერა: პროგრამა შეისწავლის ეკოლოგიურ და ოკეანოგრაფულ პროცესებს, რომელიც სანაპირო ზონიდან იწყება და ოკეანის სიღრმეებში ვითარდება;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: მკვლევარი მეცნიერი, ეკოლოგი, ფიზიკური და გეოლოგიური ოკეანოლოგიის სპეციალისტი;
-
პოპულარული კულტურა;
აღწერა: ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც წარმოებულია ჩვენთვის და ჩვენ მიერ. შესწავლის საგანი არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ.
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: რეკლამირება, საზოგადოებრივი ურთიერთობის სფერო (პიარი), ჟურნალისტიკა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა.
-
მარიონეტების ხელოვნება;
აღწერა: მარიონეტების შექმნა, მართვა, წარმოდგენების გამართვა;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: კონექტიკუტის უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: თეატრალური წარმოდგენები და დიზაინი, ტელევიზია, ფილმები, სკოლა და სამუზეუმე პროგრამები;
-
სექსოლოგია;
აღწერა: სტუდენტი სწავლობს ადამიანთა სექსულური ურთიერთობის ისტორიულ, ბიოლოგიურ, პოლიტიკურ, ესთეტიკურ, ფსიქოლოგიურ კონტექსტებს;
სად შეძლებთ დიპლომის აღებას: ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დასაქმების პერსპექტივა: სოციალური სერვისები, კონსულტაცია, ადამიანთა უფლებების ადვოკატი, სოციალური სამართლიანობა და აქტივიზმი, ლგბტ ორგანიზაციების უფლებათა ორგანიზაციები;
თარგმანი: ქეთი ქურციკიძე
წყარო: lifehacker.com