წარმოგიდგენთ სტუდენტებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო 8 აპლიკაციას, რომლის ყოველდღიური გამოყენებითაც რიგ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ:
1. Evernote
მოუყარეთ თავი თქვენს ელექტრონულ ფაილებს ერთ სივრცეში, რომელზეც წვდომა მაშინაც გექნებათ, როცა ინტერნეტი არ გაქვთ. თუ მასალაში კონკრეტული წინადადების მოძებნა მოგინდებათ, ესაა პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ.
2. Google Drive
განათავსე ყველა შენი დოკუმენტი ამ აპლიკაციაში, რომლის დახმარებითაც შეძლება მათ რედაქტირებასა და გახსნას;
[textmarker color=F3F781]✔ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
3. Google Calendar
აღნიშნე შენთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ონლაინ კალენდარში, რათა არაფერი გამოგეპაროს.
4. Zoho Suite
გაუზიარე მეგობრებს შენი დოკუმენტები, ეს აპლიკაცია ზედგამოჭრილია ჯგუფურ პროექტზე მუშაობისას.
5. Soshiku
გაწერე ყველა შენი დავალება და აკონტროლე დედლაინები.
6. Bookfinder
თუ ატარებ კვლევას ან წერ რეფერატს, ეს აპლიკაცია ნამდვილად დაგეხმარება სასურველი წიგნების მოძიებაში.
7. Bookmooch
გაცვალე შენი ძველი წიგნები ახალში და ნახე რას გთავაზობენ სხვები.
8. Delicious
თავი მოუყარე ყველა საინტერესო ლინკს ერთ სივრცეში, სადაც ისინი არასოდეს დაგეკარგება.
იხილეთ ასევე: 6 საიტი, რომელიც სტუდენტობას გაგიმარტივებს