6 საიტი, რომელიც სტუდენტობას გაგიმარტივებს

სასარგებლო რჩევები
  1. Flvto

1

ამ საიტის დახმარებით სტუდენტი ადვილად შეძლებს მოუსმინოს ვიდეოლექციას მაშინაც კი, როცა ვაი-ფაი არ აქვს, რადგან საიტზე არსებული პროგრამის დახმარებით ძალიან მარტივია ვიდეოს გადაყვანა mp3 ფორმატში,

  1. Pocket

2

Pocket არის საიტი, რომლის დახმარებითაც სტუდენტს შეუძლია შეინახოს ნებისმიერი სტატია, რომელსაც წააწყდება ინტერნეტში და საინტერესოდ მიიჩნევს, შესაბამის ფოლდერში.

  1. Mint

mint

სტუდენტობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე, რამდენ ფულს და რაში ხარჯავ, ეს საიტი კი დაგეხმარებათ ფინანსური საკითხების მოწესრიგებაში.

  1. Study Blue

3

Study Blue-ს საიტის გამოყენებით შეგიძლია აირჩიო მოსახერხებელი სერვისი, რომლის დახმარებითაც აღარ მოგიწევს ფურცლების გამოყენება, რადგან კონსპექტებს ონლაინ სახეს მისცემ. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ტესტებისა და კონსპექტების ორგანიზებისათვის, ისე, რომ ოთახი რვეულებისა და ბლოკნოტების გროვით არ გაგევსოთ.

  1. Copyscape

4

საიტი, რომელსაც ძირითადად ლექტორები იყენებენ, სტუდენტებისთვისაც სასარგებლოა, რადგან საშუალებას აძლევს, თავად შეამოწმონ პლაგიატიზმის მაჩვენებელი მათ ნაშრომებში.

  1. Go Abroad

5

ამ საიტის გამოყენებით სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მოსალოდნელ ცხოვრებისეულ ცვლილებებსა თუ ყოველდღიურ მოულოდნელობებს, რისი გათვალისწინებაც მათ მომავალში მოუწევთ, იმ შემთხვევაში თუ სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრებიან.

იხილეთ სხვა სიახლეებიც

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები