როგორ გავამარტივოთ გაღვიძების პროცესი

სასარგებლო რჩევები

1. გაიღვიძე დაგეგმილზე 1 წუთით ადრე

5
მაღვიძარა არაა იმის გარანტია, რომ ზუსტად მაშინ ადგები, როცა გაგაღვიძებს. თუ მუდმივად იყენებ “snooze” ღილაკს, სანამ ბოლოს და ბოლოს ადგებოდე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს ორგანიზმს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ასე რომ ყოველ მეორე დღეს ადექი ზუსტად ერთი წუთით იმაზე ადრე, ვიდრე დაგეგმილი გაქვს და ერთ თვეში აღმოაჩენ, რომ მაღვიძარას დარეკვამდე 15 წუთით ადრე გეღვიძება.

2. მოაწყვე გარემო ისე, რომ დაგეხმაროს დაძინებაში

4
ძილის წინ ყველანაირი შუქი ჩააქრე და ელექტრონული მოწყობილობები გვერდზე გადადე, რადგან თუნდაც ის სინათლე, რომელსაც კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანი გამოსცემს, შენს ძილის ციკლს არღვევს. თუ ძილის წინ კითხვას ხარ შეჩვეული, გამოიყენე წიგნი და ღამის განათება. თუ ხმაურიან სამეზობლოში ცხოვრობ შეეცადე მაქსიმალურად ჩაახშო შენს ოთახში შემომავალი ხმები.
ამასთან, დღისით ძილის დრო აკონტროლე. თუ დღის განმავლობაში ძილს ხარ შეჩვეული, შეეცადე გაღვიძებიდან 7 საათის შემდეგ არ დაიძინო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შენი საძილე განრიგის არევას გამოიწვევს.

3. არ მისცე ტვინს საშუალება, გაცდუნოს

2
როცა ღამით გვიან იძინებ, დილით ადრე გაღვიძებისას შენი ტვინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძილი გააგრძელო. თუ ტვინს რაციონალიზაციის საშუალებას მისცემ, ის დაგარწმუნებს, რომ უმჯობესია მეორე მხარეს გადაბრუნდე და ძილი განაგრძო.

4. მოაწყვე გარემო ისე, რომ დილით შენს გამოფხიზლებას შეუწყოს ხელი

3
განათავსე მაღვიძარა საწოლისგან მოშორებით, რათა მის გამოსართველად ადგომა დაგჭირდეს, ახლოს დაიდე თბილი მოსაცმელი, რათა ადგომისთანავე შეძლო მისი გამოყენება და ა.შ.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
5. წინააღმდეგობა გაუწიე „5 წუთიც და ავდგები“ ცდუნებას

1
თუ რაღაც მანქანებით დაგეგმილზე ხუთი წუთით ადრე გაიღვიძე და ფიქრობ რა ქნა – ადგე თუ ძილისთვის გამოიყენო დროის ეს მწირი მარაგი, არ შეცდე, არჩევანი ყოველთვის პირველის სასარგებლოდ გააკეთე. კვლავ დაძინებამ შეიძლება ძილის ღრმა ციკლში შეგაბრუნოს და საბოლოო ჯამში გაღვიძება უკიდურესად გაგიჭირდება.

4 კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა თავს, სანამ რამეს დაწერ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები