4 კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა თავს, სანამ რამეს დაწერ

ლიტერატურული გვერდი

ეფექტურ ნაწერს შეუძლია მკითხველზე გავლენის მოხდენა. არ აქვს მნიშვნელობა რას წერ, მეილს, ბლოგს, პოსტს თუ სტრატეგიულ დოკუმენტს, არსებობს ოთხი ელემენტი, რომლითაც განისაზღვრება შენი ნაწერის წარმატებულობა.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

1. მკითხველები: ვინაა შენი აუდიტორია?
სანამ რამის წერას დაიწყებ, წარმოიდგინე შენი მკითხველები. როცა ამბობ „თქვენ“, ვის გულისხმობ? განსხვავებულ აუდიტორიებს განსხვავებული მიდგომა და კონტენტი სჭირდება. თუ არ იცი ვისთვის წერ, არაფერი გამოგივა.

2. მიზანი: რის გაკეთებას ცდილობ?
მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი, ვისთვის წერ, უნდა იცოდე შენი მიზანიც. მიზანი ის ცვლილებაა, რომელსაც მკითხველში გამოიწვევ. შენი ნაწერის ყოველი ელემენტი სწორედ ამ ცვლილებისკენ უნდა იყოს მიმართული. დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ მიზანს არ ემსახურება, რადგან თუ მიზნის შესახებ ნათელი წარმოდგენა არ გაქვს, ვერც შინაარსს განსაზღვრავ.

3. ქმედება: რა გინდა, რომ შენმა მკითხველმა გააკეთოს?
როცა შენს ნაწერს წაიკითხავს, როგორ წარმოგიდგენია, რა უნდა გააკეთოს მკითხველმა? მიზანი და ქმედება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ იდენტური არ არის. მიზანი აღწერს ცვლილებას, რომელსაც მკითხველი განიცდის, ქმედება კი უშუალოდ იმ ნაბიჯს ეხება, რომელსაც ის კითხვის დასრულების შემდეგ გადადგამს. როცა ამის შესახებ წარმოდგენა არ გაქვს, ვერც იმას მიხვდები, წარმატებას მიაღწიე თუ ვერა.

4. შთაბეჭდილება: რას იფიქრებენ ისინი შენზე?
შთაბეჭდილება დიდხანს განაგრძობს არსებობას, ის ერთგვარი მეტა-მესიჯია და გადმოსცემს იმას, თუ რას ამბობს შენი ნაწერი შენზე. ასევე განსაზღვრავს შენს სამომავლო ურთიერთობას მკითხველთან. თუ არ იცი რა სახის შთაბეჭდილება გინდა მოახდინო მკითხველზე, როგორ აირჩევ სტილს, რომლის მორგებაც გინდა?

ROAM2
წყრო: bernoff.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები