10 საინტერესო ფაქტი ადამიანის ტვინზე

საინტერესო ფაქტები

1. ტვინი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც ნერვები არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ის ნერვული სისტემის წარმმართველ ცენტრს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეიძლება ტვინი ეტკინოს.

br3
2. ტვინი ადამიანის სხეულში წარმოებული ენერგიის უდიდეს ნაწილს მოიხმარს, ეს რაოდენობა დაახლოებით ოცი პროცენტია. ენერგია აუცილებელია ტვინის უჯრედების შესანარჩუნებლად და ნერვული იმპულსების წარმოსაქმნელად.

br2
3. ტვინში არსებული ნეირონების რაოდენობა 100 ბილიონს აღწევს, რაც დაახლოებით 15-ჯერ აღემატება ადამიანთა რაოდენობას დედამიწაზე.
4. ტვინი ადამიანის ყველაზე ქონიან ორგანოდ მიიჩნევა. მისი სამოცი პროცენტი ქონისგან შედგება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჯანმრთელი ადამიანის ერთი ორგანოსთვის.
5. ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველებასა და ცნობიერებაზე, ნეოკორტექსი ჰქვია. ის მთლიანი ტვინის 76%-ს შეადგენს და ადამიანის ნეოკორტექსი ყველა სხვა ცოცხალი არსების ანალოგზე მოცულობითია.

[textmarker color=D0A9F5]გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].
6. მიჩნეულია, რომ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ტვინის 10%-ზე ნაკლებს იყენებს, რაც მცდარი კონცეფციაა, ვინაიდან ტვინის ყველა ნაწილს განსაზღვრული ფუნქცია გააჩნია.

br
7. მშობიარობის პირველ ეტაპზე ნეირონების რაოდენობა წუთში 250,000-ით იზრდება.
8. გულის სისტემაში წარმოქმნილი „პროდუქციის“ 15-20% ტვინში გადამისამართდება.
9. ტვინის მიერ მოხმარებული ენერგია, რაც დაახლოებით 25 ვატს შეადგენს, საკმარისი იმისთვის, რომ ნათურა გაანათოს.
10. ტვინი არც ისე სრულყოფილია, როგორადაც მას მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში აღიქვამდნენ, ვინაიდან ხშირად სწორედ ის ხდება იმის მიზეზი, რომ ადამიანები დანახულს რეალობისგან განსხვავებულად აღიქვამენ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები