გერმანიის ქალაქ კიოლნში გეიმერების ყოველწლიური ფესტივალი Gamescom გაიმართა.
ფესტივალზე კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი კომპანიები ყოველწლიურად ახალი თამაშების დემოვერსიებს წარმოადგენენ. ასევე ფესტივალზე იხსნება სპეციალური სუვენირების მაღაზიები და მონაწილეებიც მათი საყვარელი თამაშების გმირების კოსტიუმებში გამოწყობილნი სტუმრობენ გამოფენას.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ფესტივალი 4-დღიანია და წელს მასში 806 კომპანია და 335 ათასი სტუმარი მონაწილეობდა, რაც მის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
იხილეთ ფოტოგალერეა: