presscave დედამიწაზე არსებულ ყველაზე საშიში ადგილების სიას აქვეყნებს. გაეცანით სიას და მოგვწერეთ, სად ვერ გაბედავიდით წასვლას შიშის გამო?
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
5. საავადმყოფოს ძველი შენობა სინგაპურში
საავადმყოფოს შენობა 1935 წელს აშენდა, თუმცა ამ ადგილს ჯარისკაცებისა და პატიმრების საწამებლად იყენებდნენ. მართალია 1997 წლიდან აქ ისევ საავადმყოფო ამოქმედდა, მაგრამ შენობის სიძველის გამო ახლა აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა რომ ამ შენობის კორიდორებში აქ ნაწამები და გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და პატიმრების სულები და მოჩვენებები მოძრაობენ.
4. Aokigahara იაპონიაში
ეს გახლავთ ტყე, რომელშიც 2004 წელს 180-მა ადამიანმა მოიკლა თავი. შესაბამისად ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა რომ იქ რაღაც ზებუნებრივი ხდება და აქ გარდაცვლილი ადამიანების სულები ამ ტყეში გადაადგილდებიან. ამას გარდა თავად ტყის მცენარეებიც ისე გამოიყურებიან როგორც მოჩვენებები.
ლიპის სასახლე ირლანდიაში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მასში არსებული მოჩვენებების სიმრავლით. როგორც ცნობილია ამ სასახლის მემკვიდრებიდან ერთ-ერთმა ძმამ მოკლა მღვდელი (თავისივე ძმა) პირდაპირ საკურთხეველში ოჯახის წევრების თვალწინ მოკლა, როცა ის მესას აღავლენდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება სასახლეში მოჩვენებების გაჩენა.
2. თოჯინების კუნძული მექსიკაში
თოჯინების კუნძული მექსიკაში ტბა ტეშუილოზე მდებარეობს. ამ ადგილის ისტორია პატარა გოგონას უკავშირდება, რომელიც ტბაში 1920 წელს დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები ყვებიან გოგონას სულ დღემდე კუნძულზე განაგრძობს კუნძულზე ცხოვრებას და არ ტოვებს მას. ამის გამო მათ კუნძულზე მისვლის განსაკუთრებით ღამით ეშინიათ.
მდებარეობს ედინბურგში, შოტლანდიაში. ეს ადგილი ადრე სავაჭროდ გამოიყენებოდა თუმცა ევროპაში გავრცელებული შავი ჭირის შემდეგ დაცარიელდა. ამ ადგილს უამრავი პარანორმალური მოვლენა უკავშირდება, რის გამოც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება დედამიწაზე. მაგალითად გავრცელებული მოსაზრებით, ამ ადგილებში იმ ადამიანების სულები ცხოვრობენ, რომლებიც შავი ჭირის პერიოდში აქ კარანტინში დატოვეს.
ამ ადგილისადმი დიდი ინტერესის გამო 2003 წლიდან აქ მუზეუმი ფუნქციონირებს და მუზეუმი ბრიტანეთის ტურისტულ ატრაქციებს შორის პირველ ადგილს იკავებს.